IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> კიკოლას პროგნოზები
kiko
პოსტი Aug 10 2009, 20:47
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებებს განვათავსებ აქ.



ახლა თბილისის დროით 21.50 GPB/USD aris 1.6437 მიდის ქვემოთ,
ჩემი ანალიზით, ახლა მობრუნდება დაახლოებით 1.6700-თან.

მაგრამ სარისკოა და არ შევალ smile.gif აი თუ მერე ისევ 16500-თან ჩამოვიდა შორთით შევალ, თან ვფიქრობ დიდი ხნით
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Aug 21 2009, 18:00
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



იმდენს წერდნენ გარისკვაზე დოლართან დაკავშირებით (ამერიკაში სახლების გაყიდვის რაოდენობის ნიუსის წინ), რომ ცოტა მეც გავრისკე და გამიმართლა კარგი მოძრაობა დავიჭირე სტერლინგ/უსდ-ზე და უსდ/ფრანკზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 3 2009, 20:29
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



ერთი სტრატეგია მინდა გაგიზიაროთ.
სტრატეგია მთლიანად მე მომივიდა თავში, და არც მანამდე და არც შემდეგ არსად არ შემხვედრია.
დაახლოებით ერთი თვე ვამოწმებ. ჯერ მინუსიანი ან ნოლიანი დღე არ მქონია.
ვამოწმებ დემოზე. რადგან ალბათ ნიუანსები დასახვეწია.

თუ ვინმეს დააინტერესებს და გამოიყენებს შედეგები და მოსაზრებები მეც გამიზიარეთ, ისევე როგორც მე თქვენ.
მეც წამადგება და თქვენც.

არავითარი ინდიკატორები არავითარი წინააღმდეგობის ხაზები და არავითარი ტრენდის მიმართულებით ვაჭრობა.
ყველაფერი დამყარებულია სრულიად მექანიკურ ვაჭრობაზე.

ვმუშაობ მხოლოდ დღის ტაიმფრეიმებზე, და დარწმუნებული ვარ სხვა ტაიმფრეიმები წამგებიანი იქნება.

მაშ ასე:
ვიჯექი და მომივიდა ასეთი აზრი, იაპონური სანთლების ბარების აბსოლუტურ უმრავლესობას დეილი გრაფიკებზე აქვს ზემოთ და ქვემოთ ჩრდილები.
ანუ, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში ფასი ერთი დღის პირობებში, ადის გახსნის ფასზე მაღლა და ჩამოდის გახსნის ფასზე დაბლა.

გამომდინარე, თუ აღმოვაჩენ დღის ბარს რომელშიც ფასს გახსნის შემდეგ, გახსნიდან მხოლოდ ცალ მხარეს უმოძრავია უმრავლესობა სტატისტიკიდან გამომდინარე, ვუშვებ, რომ ფასი უნდა მობრუნდეს და გაიაროს გახსნის წერტილი.

მაგალითად, ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის ზემოთ, და არცერთი პოინტი ქვედა ჩრდილი არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ქვედა ჩრდილს, და პიიქით, თუ ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის სულ ქვემოთ, და ზედა ჩრდილი საერთოდ არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ზედა ჩრდილს.

ასეთი ბარების აღმოჩენა ადვილი არ არის, მაგრამ, ბევრი დაკვირვების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ გახსნიდან 2-2.5-3 საათის შემდეგ ასეთი ბარები არსებობს ბევრ წყვილზე. და თუ არ გავღორდებით და დავყაბულდებით თითო ასეტი წყვილიდან დღეში 25-30 პიპსს, მაშინ შეიძლება მუშაობა.


ვმუშაობ ასე.ღამის სამი საათის ფარგლებში ჩამოვუვლი ყველა წყვილს, რომლის სპრედიც ნაკლებია 10-ზე.
რომელ წყვილშიც ვიპოვი ბარს გახსნიც ფასის მიმართ ჩრდილის გარეშე, ყოველგვარი დამატებითი ანალიზის გარეშე შევდივარ ვაჭრობაში, შემდეგი პრინციპით:

avg = არის ბოლო ხუთი დღის ბარების სშუალო სიმაღლე. (ხუთი ბოლო ბარის სიმაღლეების ჯამი გაყოფილი ხუთზე)
1. თუ avg ნაკლებია 50 პიპსზე არცერთი ქვემოთა სეტაპით არ ვვაჭრობთ!

2. შორთი:
თუ ბარს არ აქვს ქვედა ჩრდილი:
  • ა) თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი.
  • ბ) თუ ფასი ასულია ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული (0.5 დან 0.8-მდე)*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მიმატებული სპრედი.
  • ც) თუ ფასი ასულია გახსნის ფასს მიმატებული 0.8*avg -ზე ზემოთ ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სეტაფში ფასი მეტია წინა დღის მაქსიმუმზე, არ ვვაჭრობ!

სტოპს ვაყენებ წინა დრის მაქსიმუმს პლუს 2-5 პიპსი;



3. ლონგი:
თუ ბარს არ აქვს ზედა ჩრდილი:
  • ა) თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი.
  • ბ) თუ ფასი ჩამოსულია ქვემოთ გახსნის ფასს მინუს (0.5 დან 0.8-მდე)*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს სპრედი.
  • ც) თუ ფასი ჩამოსულია გახსნის ფასს მინუს 0.8*avg -ზე ქვემოთ ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სეტაფში ფასი ნაკლებია წინა დღის მინიმუმზე, არ ვვაჭრობ!

სტოპს ვაყენებ წინა დრის მინიმუმს მინუს 2-5 პიპსი;



4. ლოტის ზომა თითოეული ორდერისთვის 0.5% (ცოტა არ მოგეჩვენოთ, რადგან ჯამში რამდენიმე ორდერის ერთად გახსნა ხდება)
5. დაუხურავ ორდერებს დღის ბოლოს ყველა ვარიანტში ვხურავ.
6. ჩრდილის არ არსებობაში მიახლოებები არ დაიშვება. ვგულისხმობ იმას რომ თუნდაც ერთ პოინტიანი ჩრდილი, უკვე ჩრდილია და ასეთი ბარი ჩვენს სეტაპებს არ გამოადგება.


ორდერების გახსნის შემდეგ, ვიძინებ, რადგან ჩემი ხასიათი ვიცი და თუ არ გავაფუჭებ, ჩემს ორდერებს გაკეთებით კარგს არაფერს არ გავუკეთებ.

პირველი შთაბეჭდილებები:

როგორც აღვნიშნე მინუსიანი დღე არ მქონია. თუმცა, იმასაც ვაღიარებ რომ 3-4 დღეს საერთოდ ვერ შევედი ვაჭრობაში. დანარჩენ დღეებში 4-დან 8 -მდე ორდერები მოინახა. ყველაზე მეტი მოგება დამხვედრია 6 ორდერიდან ყველამ 25 დან 30-მდე პიპსი მოიგო, და დახურული დამხვდა, მეშვიდე მეთვითონ დავხურე +19 პიპსით.
მინიმალური მოგება დამხვდა ჯამური თორმეტი პიპსი, არცერთი ორდერი თავისით არ დახურულა და დღის თორმეტი საათი ხდებოდა. ბევრი ნიუსები იყო იმ დღეს და ჩემს სტრატეგიას ვუღალატე (რაც არ უნდა გამეკეთებინა) და ყველა ხელით დავხურე, ჯამში +12 პიპსით. დღის ბოლოს რომ შევამოწმე ყველა თავის თანხას მოიგებდა ხელით რომ არ დამეხურა.

პლიუსები აქვს ის, რომ რადგან სუფთად მექანიკურად ხდება ორდერის გახსნა რამდენიმე წყვილზე, ჯამური ორდერი მეტნაკლებად შემხვედრად კორელაციური ორდერების ჯამი გამოდის ამიტომ, კრუპნად დარხევის ვარიანტი მცირეა.

ნაკლებად მოქმედებს ნიუსები და გარე ფაქტორები. რატომ? დილისთვის საქმე უმეტესად მოთავებულია და ჩემი ორდერები დახურული მხვდება, და ნიუსები გამოსვლას ვერ ასწრებს.

მარაგში არის ტექნიკური ანალიზის გამოყენების შესაძლებლობა ორდერის გახსნისას, რომელსაც ახლა საერთოდ არ ვიყენებ.

მარაგში არის მე-5-ე პუნქტი, რომელიც ჯერ არ დამიმუშავებია და შემიმოწმებია:
დავუშვათ გახსნილი მაქვს შორთი ანუ ბარს არ ჰქონდა ქვედა ჩრდილი, მაგრამ დღის განმავლობაში არც გაიკეთა ეს ჩრდილი, თან არც ჩემი ორდერი გამოაგდო სტოპმა, მაშინ შესაძლებელია შემდეგი დღის ბარის დალოდებაც თუ ფასი ისევ არ გაიკეთებს ქვედა ჩრდილს. ოღონდ ეს ჯერ თავში მაქვს იდეის დონეზე და დასამუშავებელია.

სულ ეს არის. თქვენც გატესტეთ, იქნება რამე გამოგვივიდესsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Trader_One
პოსტი Oct 4 2009, 00:54
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 31-July 09
წევრი №: 14



ბევრი კითხვები იბადება.
პირველი და ყველაზე მთავარი: სტოპი ისეთ ადგილზე დგება, რომ სტოპლოსით წაგებისას გაცილებით მეტი იკარგება ვიდრე პროფიტის აღებისას მოვიგებდით!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 4 2009, 17:33
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



საქმე იმაშია, რომ უფრო ნაკლები სტოპი არ ვარგა დღის განმავლობაში სანამ ფასი გახსნისკენ მობრუნდება, ხშირად გამოაგდებს პოზიციას.

მართალია მოგებაზე მეტი სტოპლოსია მაგრამ, ფაქტი ის არის რომ უმრავლეს შემთხვევაში მოგება ფიქსირდება.

გარდა ამისა, პროფიტი რომ 2:1-თან უნდა იყოს სტოპლოსთან ეს ზოგადი მოსაზრებაა,და ბევრი სტრატეგიაა სადაც "სტოპი" მეტია "თეიქ პროფიტზე", განსაკუთრებით "ინტრადეი" ვაჭრობის სტრატეგიებში.

ეს სტრატეგიაც მართალია დეილი ჩარტს ვუყურებთ, მაგრამ, სინამდვილეში ინტრადეი ვაჭრობაა. პოზიცია საშუალოდ რამდენიმე საათია გახსნილი და არა რამდენიმე დღე, ასე რომ "სტოპი" რომ მეტია "თეიქ პროფიტზე", ძაან ტრაგედია არ არსის.

პლიუს, როგორც დავწერე რამდენიმე ორდერიდან ურთიერთ შემხვედრი პოზიციები გამოდის გახსნილი (კორელაციურ წყვილებში) და ერთი წყვილი თუ სტოპისკენ მიდის მეორე წყვილი "თეიქ პროფიტისკენ" მიდის ამ დროს. ეს კიდევ აპატარავებს ე.წ. "პრასადკას"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Trader_One
პოსტი Oct 7 2009, 09:50
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 31-July 09
წევრი №: 14



წუხელ გავხსენი დემოზე სამი პოზიცია შენი სტრატეგიით. მეტი არ აკმაყოფილებდა სეტაფის პირობებს.
დილას სამივე დახურული დამხვდა, სამივე მოგებით, ჯამში 54 პიპსი მოიგო სამივემ, მაგრამ
აი ეს სეტაპი რომ გიწერია:


ციტატა(kiko @ Oct 3 2009, 21:29) *
თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი.
...
თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი.


ეგენი 25-30 პიპსის ნაცვლად დავაყენე 15 დან 20 პიპსამდე.

სხვათაშორის უფრო მეტი რომ დამეყენებინა, ამ სამიდან ორი დახურული არ იქნებოდა, და ორივე მინუსში იქნებოდა
25-30 პიპსი ბევრია ჩემი აზრით. რადგან სანთლებს რომ დავაკვირდი ბევრია ისეთი სანთელი რომლის ჩრდილებიც 20-25 პიპსია, ამიტომ
სპრედის გათვალისწინებით 15-20-ზე პროფიტის დაყენება უფრო მეტი ალბათობაა რომ ორდერი მოგებით დაიხურება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 7 2009, 12:46
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



მეც სამ წყვილზე გავხსენი, (ალბათ ერთიდაიგივე წყვილებზე ვლაპარაკობთ) ჩემთან ორი დაიხურა ერთი დარჩა,
მაგრამ ჯამში პატარა პლიუში არის სამივე.

დასახვეწი არის მაგრამ ფაქტი ის არის რომ იგებს და დახვეწის შემთხვევაში შეიძლება კარგი რამეც გამოვიდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Trader_One
პოსტი Oct 7 2009, 16:56
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 31-July 09
წევრი №: 14



25-30 პიპსი თუ დააყენე პროფიტის აღება ორმა წყვილმა როგორ მიაღწია პროფიტს,
ორი წყვილი ეგეთი ჩრდილებით მე ვერ ვნახე დღეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 7 2009, 17:22
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



ეგეთი ორი წყვილი იყო "შორტი" NZD/USD-ზე და "ლონგი" GPB/JPY-ზე
პირველმა მოიგო 42 პიპსი, მერემ მოიგო 31 პიპსი
სამწუხაროდ მესამე წყვილმა წააგო 56 პიპსი მაგრამ ჯამში მაინც პლიუს 17 პიპსი გამოვიდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Trader_One
პოსტი Oct 7 2009, 18:11
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 31-July 09
წევრი №: 14



NZD/USD ჩემს ტერმინალში როგორც ჩანს, დღეს გაიხსნა 0.7341-ზე
ქვედა ჩრდილი არის 0.7319-მდე ჩამოსული, ანუ ქვედა ჩრდილი არის 22 პიპსი

25-30 პიპსი თეიქპროფიტი როგორ ჩაეტია 22 პიპსში მინუს სპრედში, ვერ მივხვდი მაგას.

გახსენი 0.7341-ზე შორთი, თეიქპროფიტი დააყენე 25-30 პიპსით ქვემოთ ანუ 0.7311-სა და 0.7316-ს შორის
ფასი კიდევ მხოლოდ 0.7319-მდე ჩამოვიდა და თეიქპროფიტმა როგორ იმუშავა?
თუ ჩემი ტერმინალი აჩვენებს სხვა მონაცემებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 7 2009, 22:16
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



0.7341-ზე არ გავხსენი, 07363-ზე გავხსენი.
ეტყობა სეტაფები არასწორად გაიგე:

ციტატა(kiko @ Oct 3 2009, 21:29) *
ა) თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი.

და
ციტატა(kiko @ Oct 3 2009, 21:29) *
ა) თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი.


დღის ბარის გახსნის ფასზე კიარ უნდა გახსნა პოზიცია,
ბარის გახსნის ფასიდან 0.5*avg-ს დაშორებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
Trader_One
პოსტი Oct 8 2009, 02:58
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 31-July 09
წევრი №: 14



ვა, ე.ი. არასწორად გამიხსნია ორდერები.
კაი დავაკვირდები
Go to the top of the page
 
+Quote Post
chkhikvadze
პოსტი Oct 8 2009, 09:46
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 8-October 09
წევრი №: 44



ვა აქ რა კაი პონტია...ძლივს არ ვნახე ქართველი ხალხი ფორექსზე მოსაუბრეები.........

რა საკაიფოდ ბაზრობთ დამევასა მაგრად

დაუბეროთ აბა ბიჭებო,
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 8 2009, 13:12
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



chkhikvadze smile.gif smile.gif smile.gif



წუხელ გვიან დავიწყე შემოწმება, ოთხი საათი იყო უკვე, და სხვა წყვილებს უკვე ჰქონდა ორივე ჩრდილი,
ამიტო მხოლოდ ამ სამ წყვილზე მოვახერხე პოზიციების გახსნა EUR/GPB, GPB/CHF, GPB/JPY

ამ მომენტისთვის EUR/GPB და GPB/JPY უკვე დახურულია ჯამურ პროფიტით 47 პიპსი
GPB/CHF ჯერ არ დახურულა, მაგრამ აპირებს, საღამოს დავწერ შედეგს
Go to the top of the page
 
+Quote Post
kiko
პოსტი Oct 8 2009, 15:19
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 26-July 09
წევრი №: 18



წინა პოსტიდან ნახევარ საათში მესამემაც აიღო თავისი პროფიტი.
სამივე წყვილმა ჯამში შეადგინა +75 პიპსი
Go to the top of the page
 
+Quote Post
spacesoul
პოსტი Apr 6 2013, 21:08
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 6-April 13
წევრი №: 71



საინტერესოა ნამდვილად rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
zango
პოსტი Jun 12 2015, 11:59
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 12-June 15
წევრი №: 84



ციტატა(kiko @ Oct 8 2009, 14:12) *
chkhikvadze smile.gif smile.gif smile.gif



წუხელ გვიან დავიწყე შემოწმება, ოთხი საათი იყო უკვე, და სხვა წყვილებს უკვე ჰქონდა ორივე ჩრდილი,
ამიტო მხოლოდ ამ სამ წყვილზე მოვახერხე პოზიციების გახსნა EUR/GPB, GPB/CHF, GPB/JPY

ამ მომენტისთვის EUR/GPB და GPB/JPY უკვე დახურულია ჯამურ პროფიტით 47 პიპსი
GPB/CHF ჯერ არ დახურულა, მაგრამ აპირებს, საღამოს დავწერ შედეგს


გასატესტად ღირს ეს სტრატეგია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Forex king
პოსტი May 14 2017, 13:59
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 14-May 17
წევრი №: 100



გამარჯობა მეგობრებო! დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ , რაც დრო გადის მით უფრო აქტუალური ხდება forex საქართველოში და ამ თემაში რაც კარგია. მოკლედ მინდა ერთერთი საბროკერო კომპანიის ლინკი დავდო სადაც ვვაჯრობ დღემდე და ჩემი გამოცდილებით დანამდვილებით გეტყვით რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. რაც შეეხება პირობებს : მინიმალური თანხით შეგიძლია ვაჭრობა, ჩარიცხული თანხის 50% გიმატებს დეპოზიტზე, დაბალი სპრედი , თანხის განაღდება უპრობლემოდ და სწრაფად, და ბოლოს ყველაზე მთავარი სანდოობა!. აქვე დავდებ ლინკს https://www.exness.com/a/ttp7gtp7 ვისაც სურვილი გექნებათ დარეგისტრირდით და თავად შეაფასეთ. წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ ყველას!. თანხა გამოგაქვთ უსწრაფესად არ ითხოვს ნოტარიუსის და ქვითრების დამოწმებას.
* * *
დარეგისტრირდით აქ. https://www.exness.com/a/ttp7gtp7
Go to the top of the page
 
+Quote Post

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th November 2024 - 18:10
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge