IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> 123 ფიგურით ვაჭრობა, ერთერთი სტრატეგია
picpic
პოსტი Feb 18 2012, 17:27
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



123 ფიგურით ვაჭრობა

ბევრი ეძებს ინდიკატორებს როგორც გზას ფორექსის ან ფასის მოძრაობის სწავლისათვის.
ინდიკატორების აღწერა ქართულ ენაზე არის აქ: http://www.myforex.ge/?cat=17

მაგრამ, ჩემი აზრით ინდიკატორებს მოგვიანებით უნდა მიადგეს ადამიანი, როცა გარკვეულ ცოდნას დააგროვებს.

ინდიკატორების ძებნას, ძირითადად ორ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე:
1. ადამიანს არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო;
2. ტრეიდერმა უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის.

ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს).
ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე.

მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა.

ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს).

მიმაგრებული სურათი

ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში.
ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია ამ მაგალითზე),
1. მოძრაობა შეწყდა წერტილში 1,
2. მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2.
3. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) ,
მაშინ მე-3 წერტილიდან 2-ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში მოძრაობის მიმართულებით და თქვენ მოიგებთ.

მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს.

ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ.

თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, შეიძლება ამ სტრატეგიაზე უფრო დაწვრილებით საუბარი, რადგან ვიყენებ და ბევრი ვიცი მის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
picpic
პოსტი Feb 23 2012, 16:51
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



შევქმნათ ჩვენი ვაჭრობის სტრატეგია

იმ ფორუმზეც და აქაც თემის გახსნის შემდეგ ბევრი პირადი შეტყობინებები მომდის, სხვადასხვა შეკითხვებით.

ამიტომ გადავწყვიტე აქ უფრო დაწვრილებით ვისაუბრო ამ სტრატეგიაზე.
ინფორმაცია სრული რომ იყოს, სხვა საკითხებსაც შევეხები, რომლებიც არის წარმატებისთის აუცილებელი პირობა.
ისეთებს როგორიცაა მაგალითად თანხების მენეჯმენტი, ვაჭრობაში შესვლის და გამოსვლის პირობები და მათი დასაბუთება თეორიულად, და სხვა.

დავიწყოთ სულ თავიდან.
ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობა არის საყრდენი წერტილების პოვნა, რომლის მიმართაც შეიძლება ავაგოთ შვენი სტრატეგია.

როცა მდინარეში მივცურავთ, ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ დროში და სივრცეში დავიკარგეთ, რადგან გარდა იმისა რომ ჩვენ ვცურავთ, მდინარე თვითონაც მიგვაქანებს სხვადასხვა მიმართულებით, და ძნელია ზუსტად იმის თქმა გარკვეული დროის წინ რა ადგილას ვიყავით, ან რა მანძილით შეიცვალა ჩვენი მდებარეობა იმ წინა მდებარეობის მიმართ. მაგრამ სულ სხვა სურთი გვაქვს ნაპირიდან როცა ვიუყურებთ. ნაპირიდან უფრო იოლად ვარჩევთ სად იყო მოცურავე დროის რაღაც მომენტში ან, რამხელაზე გადაადგილდა იგი პირველი ადგილის მიმართ, გარკვეული დროის შემდეგ.

რაშია განსხვავება? განსხვავება არის იმაში რომ ნაპირზე დგომისას ჩვენ გვაქვს ათვლის წერტილი, საყრდენი წერტილი რომლის მიმართაც ვახდენთ შედარებას, მოცურავე ჩემს მიმართ იყო წერტილში ნომერი 1, და გადაადგილდა ჩემს მიმართ წერტილში ნომერი 2, მერე ცურვით, ან მდინარემ ის გადაიყვანა წერტილში ნომერი 3, და ა.შ.

ანალოგიურად ხდება ბაზარზე ფასების მოძრაობისას. ჩვენ, თუ ფასის მოძრაობის შესაფასებლად გრაფიკზე არ გვაქვს არჩეული საყრდენი ათვლის წერტილი, მაშინ ფასის მოძრაობა გვეჩვენება შემთხვევითად და ვერ ვახერხებთ შევაფასოთ მისი მოძრაობის ტენდენცია, საით და რატომ მიდის.

და, მითუმეტეს ანალოგიურად ხდება სტრატეგიის დამუშავებისას, ჩვენ თუ არ გვაქვს საწყისი ათვლის წერტილი, რომლიდანაც ავაგებთ ჩვენს სტრატეგიას, არაფერი არ გამოგვივა.

შემდგომში გაითვალისწინეთ, კატეგორიული გამონათქვამები ასახავს მხოლოდ ჩემს პირად შეხედულებას და სხვები შეიძლება სულ სხვა პირობებში ახერხებდეს ვაჭრობას ან სავაჭრო სტრატეგიის ჩამოყალიბებას, თავისი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

გაგრძელება იქნება! ალბათ rolleyes.gif !
Go to the top of the page
 
+Quote Post
picpic
პოსტი Feb 23 2012, 18:26
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



რას ნიშნავს სავაჭრო სტატეგიის ქონა?

თუნდაც ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი, თავისდა უნებურად მოქმედებების დიდ ნაწილს ასრულებს ქვეცნობიერად.
ძალიან კარგი სტატიაა აქ: http://www.myforex.ge/?p=287 მართალია ტექნიკურ ანალიზს ეხება მაგრამ აღწერილია როგორ ხდება ადამიანი თავისი ქვეცნობიერის მსხვერპლი.

იმისთვი,ს რომ ვაჭრობის დროს გამოვრიცხოთ ემოცია, საჭიროა გვქონდეს სტრატეგია.

ყველა სტრატეგია კონკრეტულ ადამიანზეა გათვლილი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ, აი ტრეიდერი იგებს თავისი სტრატეგიით და ნეტავ მეც ჩამაგდებინა ხელში იგივე სტრატეგია.
სტატეგია არის ადამიანის ფსიქოლოგიაზე აგებული და ხშირ შემთხვევაში სხვა იგივე სტატეგიით ვერ მუშაობს.
ერთ ადამიანს ფსიქოლოგიურად კომფორტს უქმნის თავისი დეპოზიტის არაუმეტეს 3%-ის გარისკვა. მეორეს არ აწყობს ასეთი სტრატეგია, იმიტომ რომ მას კომფორტს უქმნის1%-ის გარისკვა და 3%-ზე იგი ნერვიულობს.
ერთ ადამიანს კომფორტს უქმნის დღეების მიხედვით ვაჭრობა, მეორეს შეუძლია საათობით იჯდეს კომპიუტერთან.
ანუ ყველა უნდა მივიდეს თავისთვის კომფორტულ სტრატეგიამდე.

სტრატეგია არის დაახლოებით ასეთი რაღაცა:

სანამ მე გავხსნი პოზიციას ბაზარზე, უნდა მქონდეს ფურცელზე დაწერლი ინსტრუქცია:

1. რა შემთხვევაში და ფასის რომელი მნიშვნელობისას ვხსნი გარიგებას.
2. რამხელა მოცულობით ვხსნი გარიგებას.
3. როდის ვამატებ მომგებიან გარიგებას ახალ გარიგებებს (ან საერთოდ არ ვამატებ).
4. როგორ მივაცილებ გარიგებას მოგებისკენ.
5. როდის გამოვდივარ მომგებიანი გარიგებიდან.
6. წაგების შემთხვევაში როდის გამოვდივარ გარიგებიდან.

უნდა შემეძლოს ამ ინსტრუქციის დატოვება სხვისთვის და, მართალია ყველა სტრატეგია ადამიანზეა მორგებული, მაინც, იმ სხვას ახალი შეკითხვის დასმა არ უნდა დასჭირდეს ჩემთვის. ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა იყოს ინსტრუქციაში.
ანუ, არა უნდა ვუთხრათ ჩვენს შემოქმედებას ვაჭრობის დროს. არა უნდა ვუთხრათ ჩვენს ფანტაზიას. არა უნდა ვუთხრათ ჩვენს ემოციას.
უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ იმას რასაც ვხედავთ ეკრანზე თვალით და ი ნსტრუქციას.

თუ ფასის მოძრაობისას დგება მომენტი, რომელიც ინსტრუქციაში (სტრატეგიაში) არ არის აღწერილი, ე.ი. თქვენი სტრატეგია გაუმართავია.
თუ ასეთი მომენტი არ დგება, სტრატეგია არსებოსბს. იგი შეიძლება იყოს წამგებიანი, მაგრამ არსებობს. ასეთი სტრატეგია შეიძლება შევამოწმოთ ბევრკჯერ
და ვცადოთ რომ გახდეს მომგებიანი. თუ არაფერი არ გამოდის, ჩამოვაყალიბოთ ახალი სტარტეგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
picpic
პოსტი Feb 23 2012, 18:27
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



Stop loss

მოდით, ჩვენს სავაჭრო სტრატეგიაში ვთქვათ, რომ ათვლის ან საყრდენ წერტილად ვირჩევთ იმ ფასს, რომელ ფასზეც ჩვენ დავხურავთ ჩვენს გარიგებას წაგების შემთხვევაში.
ანუ, ფასი სადაც შეგვიძლია (ვაჭრობაში ჩართვის შემთხვევაში) დავსვათ, ე.წ. Stop loss.
ანუ ფასი რომელზეც, თუ ფასი ჩვენი ვარაუდის საწინააღმდეგოდ წავიდა და ჩველი პოზიცია წაგებისკენ წავიდა, ჩვენ გამოვალთ გარიგებიდან (დავხურავთ პოზიციას).

ყველა სტრატეგიაში აუცილებელია ვიცოდეთ, რამხელაზე ვრისკავთ და როდის გამოვალთ გარიგებიდან წაგების შემთხვევაში. ტრეიდერების უმრავლესობა წარმატებით ახერხებს, რომ მათი გარიგებების უმეტესი ნაწილი იყოს მომგებიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში აგებენ თავიანთ თანხებს, იმიტომ რომ არ აქვთ განსაზღვრული რამდენის წაგებას აპირებენ ცუდ შემთხვევაში, და აძლევენ წაგებას ზრდის საშუალებას შემობრუნების იმედით.
არასდროს არ ივაჭროთ ასე. იმიტომ რომ არ არსებობს ტრეიდერი, რომელიც წარმატებით ვაჭრობს იმ პირობებში, როცა მისი წაგების ლიმიტი დადგენილი არ აქვს.
მერწმუნეთ, ყველა სხვა თეორია არის ტყუილი, ბაქიაობა, ან მსგავსი მოქმედება. ასეთი ტრეიდერები, და ძირითადად ასეთები არიან დამწყები ტრეიდერები, იგებენ თანხებს ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ახერხებენ დეპოზიტის ათეული და ზოგჯერ ასეული პროცენტით გაზრდას, მაგრამ აგებენ ამ დეპოზიტს რამდენიმე საათში ან წუთში.

ამიტომ ალბათ გამართლებულია როცა ათვლის წერტილად, ჩვენი სტრატეგიის შექმნისას ვირჩევთ Stop loss-ის ფასს, ანუ ფასს რომელზეც ჩვენ ვიტყვით:
1. ეს ოპერაცია (გარიგება) გადავიდა წაგებაში.
2. წაგების ზომამ უკვე მიაღწია იმ კრიტიკულ პროცენტს, რომელზე მეტის წაგებასაც მე ერთი ოპერაციიდან არ ვაპირებ.
3. ამ წამგებიანი ოპერაციის გამო მე ხელიდან ვუშვებ უკეთესი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას, რომლიდანაც ბევრი მოგების მიღება შემიძლია.
4. რაღას უნდა ველოდო, მე მივყვები სტრატეგიას, რომელსაც ჩემთვის მოგება მოაქვს და შემოწმებული მაქვს ბევრჯერ. ამ სტარტეგიით, კი ეს პოზიცია უნდა დაიხუროს (წაგების ზომის გამო).

ჩამოთვლილი პუნქტები არი ერთი ნაწილია იმ საფუძვლიანი გადაწყვეტილებისა, რომ ჩვენ უნდა დავხუროთ წამგებიანი პოზიცია, რაღაც ზღვრული ფასის (Stop loss) მიღწევის შემთხვევაში. რეალურად კი. ეს განხილვასაც კი არ უნდა ექვემდებარებოდეს ჩვენში. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გამოვდივარ წამგებიანი პოზიციიდან.

და გვეძლევა უკიდეგანო შესაძლებლობები, რომ მოვძებნოთ და გავხსნათ ახალი გარიგება, რომელიც მოგებას მოგვიტანს, ან თუნდაც, შესაძლოა ისევ წაგებას მაგრამ, ეს არაფერს არ ცვლის. ის ახალი წამგებიანი პოზიციაც უნდა დაიხუროს კრიტიკულ ზღვარზე, უყოყმანოდ, რამდენი წამგებიანიც არ უნდა მოხდეს ზედიზედ.

მომავალში თქვენ აღმოაჩენთ, რომ ფულის კეთებაში საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, მოგებულ და წაგებულ თანხებში მოგებული იყოს უფრო მეტი და ეს საკმარისი პირობაა იმისთვის რომ ბევრი თანხები დაგვიგროვდეს.

მაგალითი დასაბუთება, წამგებიანი პოზიციების ფიქსირებულ ზღვარზე დახურვისათვის.
დავუშვათ თქვენ გაქვთ დეპოზიტი 100 დოლარი და არ უშვებთ, რომ თქვენმა წაგებამ ერთი ოპერაციიდან გადააჭარბოს 2 დოლარს. დააკვირდით რამდენი ოპერაციის შესრულება შეგიძლიათ ამ 100 დოლარიდან, თანხის ამოწურვამდე. უხეშად გავყოთ 100/2 და მივიღებთ 50-ს (რეალურად უფრო ნაკლებს ბაზრის შეზღუდვების გათვალისწინებით). ამ დროს საკმარისია რამდენიმე მომგებიანი გარიგების დაჭერა ამ წამგებიანებს შორის, რომ ჩვენს 100 დოლარს გამოაკლდეს წამგებიანები, მიემატოს რამოდენიმე მომგებიანიდან მიღებული მოგება და აღმოვჩნდეთ სერიოზულ პლიუსში.
ახლა კი, დავუშვათ რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმირებული წაგების ზომა, არ ვიყენებთ Stop loss-ს და მას ჩვენი შეხედულებით ვადგენთ. პირობას გაძლევთ, ჩვენი 50 გარიგების ჩატარების შესაძლებლობა, მინიმუმ, 5-ჯერ შემცირდება და გვექნება დაახლოებით 10 გარიგების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ თითო წამგებიანი გარიგებიდან წავაგებთ არა ნორმირებულ 2 დოლარს, არანედ ხან 1-ს, ხან 4-ს ხან 10-ს და ხან 20-ს ან მეტს, რაც, ენდეთ ჩემს გამოცდილებას საშუალოდ 10-12 დოლარი გამოვა თითო წამგებიან გარიდებაზე, თუ მეტი არა.
50 გარიგების შესაძლებლობა უფრო მეტად ზრდის ჩვენს შანსებს რომ შუალედებში მომგებიანი გარიგებები გვქონდეს და შედეგად გაზრდილი დეპოზიტი.

ჩემი სტარტეგიის საშუალო სტატისტიკური ამოცანაა, რომ საშუალოდ 10 გარიგებიდან, 3-4 იყოს წამგებიანი, 4-5 იყოს ნული ან მცირე მოგებით, და 2 მომგებიანი, რომ 2 გარიგებაში ამოვიღო დანახარჯები და გავზარდო დეპოზიტი. თუ ეს პირობა შევასრულე, მე ვიცი რომ ჩემი დეპოზიტი მუდმივად გაიზრდება.

თუ როგორ ვახერხებ ამას, ქვემოთ დავწერ კიდევ რომ მოვიცლი.

მოკლედ, გაგრძელება იქნება! ალბათ rolleyes.gif !
Go to the top of the page
 
+Quote Post
picpic
პოსტი Feb 24 2012, 13:04
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



Stop loss 123 ფიგურაში

რაც აქამდე დავწერე ეხებოდა ათვლის წერტილს, რომლიდანაც ავაგებთ სტრატეგიას, და ეს ათვლის წერტილი ჩემთვის არის ფასი
სადაც მე გამოვრთავ წამგებიან პოზიციას (Stop loss).

თუ ეს წერტილი არჩეული მაქვს, მე ვიწყებ მეორე წერტილის ძებნას, ბაზარზე შესვლის წერტილის ძებნას, ანუ გახსნის წერტილის ძებნას.
იმ ფასის ძებნას რომელი ფასის დადგომის შემთხვევაშიც მე გავხსნი გარიგებას. ეს იქნება შემდეგი ეტაპი, მაგრამ ჯერ..

რა კავშირშია Stop loss და ყველაფერი რაც აქამდე დავწერე, 123 ფიგურასთან?
იმ კავშირშია, რომ ეს ათვლის წერტილი, და შესაბამისად Stop loss-ის ფასი არის წერტილი, რომელიც 123 ფიგურაში შეესაბამება წერტილს ნომრით #1.

რატომ არის წერტილი #1 ვარგისი Stop loss-ისთვის ? უფრო დაწვრილებით ქვემოთ დავწერ, ახლა კი ვიტყვი:

კიდევ ერთხელ დააკვირდით გრაფიკს ნახაზზე:

მიმაგრებული სურათი

1. პირველ შემთხვევაში მყიდველები ყიდულობდნენ უფრო მაღალ და მაღალ ფასში და ფასი მიდიოდა ზემოთ, სანამ არ მიაღწია წერტილს #1.
ამ ფასის ზემოთ ბაზარზე აღარავის აღარ უნდოდა ყიდვა. ეძვირებათ. და ფასი გაჩერდა.
მერე წამოვიდა ქვემოთ და ამის მიზეზებსაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით დავწერ.

ანუ, ფასი #1-ლ წერტილში არის ფასი, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობას წარმოადგენს. მის ზემოთ არავის არ უნდოდა ყიდვა.

ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ აქ დავსვა ჩემი ათვლის წერტილი, Stop loss, იმის დიდი ალბათობით, რომ თუ გარიგება დავდე, ფასი ამ წერტილამდე არ ავა და ჩემი გარიგება მომგებიანი იქნება.

ანუ, კიდევ რომ გავიმეოროთ, ვაპირებ ბაზარში შესვლას "შორტ"-ით (ვალუტის გაყიდვა, იმედით რომ ფასი წამოვა დაბლა, და მერე დაბალ ფასად, ანუ უფრო იაფად, უფრო მეტს ვიყიდი). "შორტ"-ით შესვლისთვის მჭირდება ფასი წაგების შემთხვევაში დაცვისთვის. ეს ფასი უნდა იყოს მაქსიმალირად ოპტიმალურ ადგილზე და უკეთესია მაქსიმალურად გახსნის წერტილთან ახლოს, რომ წაგების შემთხვევაში, რაც შეიძლება ცოტა წავაგო. ასეთ ფასად მესახება სწორედ წერტილი #1 (სულ ოდნავ მის ზემოთ), იმ იმედით, რომ, რადგან ფასმა მანამდე ვერ მოახერხა მის ზემოთ ასვლა, მერეც ვერ მოახერხებს, სანამ მე ჩემს მოგებას ველოდები.

2. მეორე შემთხვევაში გამყიდველები ყიდდნენ უფრო დაბალ და დაბალ ფასში და ფასი მოდიოდა ქვემოთ, სანამ არ მიაღწია წერტილს #1.
ამ ფასის ქვემოთ ბაზარზე აღარავის აღარ უნდოდა გაყიდვა. არავის. და ფასი გაჩერდა.
მერე წავიდა ზემოთ და ამის მიზეზებსაც შემდგომში დავწერ უფრო დაწვრილებით.

ანუ, ფასი #1-ლ წერტილში არის ფასი, რომელიც გარკვეულ მხარდაჭერას წარმოადგენს. მის ქვემოთ არავის არ უნდოდა გაყიდვა.

ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ აქ დავსვა ჩემი ათვლის წერტილი, Stop loss, იმის დიდი ალბათობით, რომ თუ გარიგება დავდე, ფასი ამ წერტილამდე არ ჩამოვა და ჩემი გარიგება მომგებიანი იქნება.

ანუ, კიდევ რომ გავიმეოროთ, ვაპირებ ბაზარში შესვლას "ლონგ"-ით (ვალუტის ყიდვა, იმედით რომ ფასი წავა ზემოთ, და მერე მაღალ ფასად გავყიდი და მოგებას მივიღებ). "ლონგ"-ით შესვლისთვის მჭირდება ოპტიმალური ფასი წაგების შემთხვევაში დაცვისთვის. ასეთ ფასად მესახება სწორედ წერტილი #1 (სულ ოდნავ მის ქვემოთ), იმ იმედით, რომ, რადგან ფასი მანამდე არ ჩამოვიდა მის ქვემოთ, მერეც ვერ მოახერხებს, სანამ მე ჩემს მოგებას ველოდები.

მოკლედ, გაგრძელება იქნება! ალბათ rolleyes.gif !
Go to the top of the page
 
+Quote Post
picpic
პოსტი Mar 2 2012, 15:56
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



კავშირი 1-2-3 ფიგურასა და ბაზრის რეალური მდგომარეობას შორის

მაშ ასე, მსურს ვაჭრობაში ჩართვა, და ვიცით პირველ რიგში რას ველოდებით ან ვეძებთ გრაფიკზე.
ვეძებთ წერტილს, როცა ფასი მიდიოდა რაღაც მიმართულებით, მიადგა რომელიღაცა ზღვარს, ვერ გადაკვეთა და შემობრუნდა.
თუ ასეთი მომენტი დაფიქსირდა, ვიცით, რომ აქ იქნება ჩვენი Stop Loss.

ახლა დავადგინოთ, რომელ წერტილში შევალთ ბაზარზე გარიგებით.

არაფერს ვწერ, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ შესვლას, გაყიდვით თუ ყიდვით, იმედია ხვდებით.
რადგან ველოდებით შემობრუნებას, Stop Loss გვექნება იმ წერტილში სადაც ფასის მოძრაობა გაჩერდა და შესვლას ვაპირებთ საპირისპირო მიმართულებით.

საერთოდ, ფიგურა 1-2-3 ძალიან ხშირად ფორმირდება ტრენდის შემობრუნების წერტილში, სწორედ ამ შემობრუნებაზე ვვაჭრობთ ჩვენი სტრატეგიით.

იმისთვის რომ ვისაუბროთ რა ფასზე შევდივართ ბაზარზე, აღვწეროთ, როგორ ასახავს ბაზრის მდგომარეობას 1-2-3 ფიგურა.
განვიხილავ მხოლოდ აღმავალი მოჭრაობის მაგალითს, ყველაფერი თქმული ეხება შემთხვევას როცა ფასი და ტრენდი არის დაღმავალი და მას ცალკე არ აღვწერ.

მაშ ასე, პირველ შემთხვევაში, ფასი მიდიოდა ზემოთ.

1. ფასი მივიდა წერტილამდე, რომლის ზემოთაც არავის აღარ უნდა ყიდვა. პირიქით, იწყება გაყიდვები, რადგან გამოცდილი და მცოდნე ტრეიდეტრები და ფინანსური ორგანიზაციები აფიქსირებენ თავიანთ მოგებას. ვისაც დაბალ ფასში ჰქონდა ნაყიდი ხურავს თავის პოზიციებს, მოგების მიღების მიზნით. ალბათ ხვდებით რომ "ლონგ" პოზიციის დახურვა, ეს იგივეა რომ ბაზარზე დაფიქსირდა თქვენი ადრე ნაყიდის გაყიდვა, ანუ ეს იგივე გაყიდვაა "შორტი". ანუ ბაზარზე ხდება გაყიდვები. როგორც პირდაპირ "შორტ" პოზიციების გახსნით (იმედით, რომ ფასი წამოვა ქვემოთ) ასევე ძველი ლონგ პოზიციების დახურვით.
ამ დროს ვაჭრობაში შემობრუნების იმედით ერთვებიან უმეტესობა გამოუცდელი ტრიდერებისა, ისინიც შემობრუნების იმედით ხსნიან "შორტ" პოზიციებს.
გაყიდვების მომატება იგივეა რაც მიწოდების მომატება. და მიწოდების სიჭარბე იწვევს ფასის ვარდნას.

ეს არის ფიგურაზე #1 წერტილიდან ქვემოთ მომავალი მონაკვეთი (ჩვენს შემთხვევაში წერტილი #1-დან წერტილ #2-სკენ.

2. მაგრამ არიან ტრეიდერები და ორგანიზაციები, რომლებიც მოგების მისაღებად კმაყოფილდებან #2 წერტილში. ეს ის ხალხია რომლებმაც პირველებმა გახსნეს "შორტ" პოზიციები წერტილში #1, ივარაუდეს რა ფასის უკან დახევა. ახლა ისინი ხურავენ "შორტ" პოზიციებს #2 წერტილში. ანუ ყიდულობენ. ანუ ისევ იმატებს მოთხოვნა, რაც ფასის ვარდნას აჩერებს.
უნდა გვესმოდეს რომ ბაზარზე არიან ტრეიდერები, "ხარები" რომელთა ამოცანა არის ფასის ზემოთ მოძრაობა (დაღმავალი ტრენდის დროს ტრეიდერებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ფასის დაბლა დაწევით "დათვებად" მოიხსენიებენ). ისინი ამაზე იგებენ. როცა ფასი ჩერდება #2 წერტილში, "ხარები" კვლავ აქტიურდებიან, რათა გააგრძელონ #1 წერტილში შეჩერებული აღმავალი ტრენდი. და, მათი აქტიურობით არის მეორე მცდელობა, რომ გადაიკვეთოს წერტილი #1. იწყება მოძრაობა #2 წერტილიდან ზემოთ .

ვაშა, აქ ხდება იმის ახსნა, თუ რატომ არის ჩვენი Stop Loss, იქ სადაც ჩვენ ავირჩიეთ:
თუ "ხარებმა" მოახერხეს და ფასი წავიდა #1 წერტილის ზემოთ, ე.ი. შემობრუნება არ ხდება, ფიგურა 1-2-3 არ დაფიქსირებულა (რადგან #3 წერტილის სავარაუდო მდებარეობა გასცდა #1 წერტილს, არადა, უნდა იყოს #1-ზე დაბლა).
თუ "ხარებმა" ვერ მოახერხეს #1 წერტილის ზემოთ ასვლა და ფასი #3 წერტილიდან ისევ წამოვიდა ქვემოთ, ე. ი. ჩვენი Stop Loss საიმედო ადგილზეა და მართლაც ჩანს, რომ ბაზარი აპირებს ქვემოთ შემობრუნებას.

გაითვალისწინეთ, ჩვენ ჯერ არ ვართ ბაზარზე. ჩვენ ჯერ ვაკვირდებით ჩვენი ათვლის წერტილი და Stop Loss არის თუ არა ფიგურა 1-2-3 -ის ნაწილი და არის თუ არა სწორად არჩეული.
ფასის შემობრუნება #3 წერტილიდან ისევ ქვემოთ, არის დადასტურება იმისა რომ 1-2-3 ფიგურაში დაფორმირდა 1-2 ნაწილი, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული დაფორმირდა თუ არა 2-3 ნაწილი.
დააკვირდით ამ მომენტში რა ხდება. ჩვენი ვარაუდით, სად წავა ფასი #3 წერტილიდან?
გვაქვს სამი ვერსია, პირველი - არც ქვემოთ ჩამოვა და არც ზემოთ წავა, რაც დამეთანხმებით, შეუძლებელია რომ მუდმივად გაგრძელდეს.
მეორე ფასი წავა ზემოთ. ეს კი ნიშნავს, რომ #3 წერტილი აღმოჩნდება #1-ის ზემოთ და ჩვენი ფიგურა არ ითვლება შემდგარად, და ამ ადგილში ჩვენ არ ვვაჭრობთ.
მესამე, ფასი წამოვა ქვემოთ და გადაკვეთავს წერტილი #2-ის დონეს.
ამ წერტილის დონის გადაკვეთა არის სწორედ დადასტურება იმისა, რომ ფიგურა 1-2-3 მთლიანად შედგა და #2-ის დონის გადაკვეთის წერტილი არის ის ფასი რომელზეც შეგვიძლია ჩავერთოთ ვაჭრობაში.

რა გვაქვს ამ მომენტისათვის? ჩვენ ჩავერთეთ ვაჭრობაში და ჩვენი Stop Loss დგას წერტილში #1 (2 პიპსით ზემოთ).
რით არის გამართლებული ჩვენი ლოგიკა? ფასმა ორჯერ ვერ გადაკვეთა #1 წერტილის დონე (#1 და #3 წერტილში) და ჩვენი დაცვა დგას მათ ზემოთ. ამავე დროს ფასმა პირველი კორექტირების შემდეგ #2 წერტილამდე, მოახერხა #2 დონის გადაკვეთა ქვემოთ მიმართულებით და ჩვე ჩავერთეთ ვაჭრობაში ამ მიმართულებით (#2 დონის 1 პიპსით ქვემოთ).

შემდეგი იქნება სად უნდა გამოვიდეთ ვაჭრობიდან.
წაგების შემთხვევაში, აქ სალაპარაკო არაფერია. ჩვენი Stop Loss თვითონ გამოგვიყვანს ვაჭრობიდან ფიქსირებული წაგებით.
გასარკვევია, სად გამოვდივართ ვაჭრობიდან, როცა ფასი გააგრძელებს ჩვენი სასურველი მიმართულებით მოძრაობას.


გარგრძელება იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
picpic
პოსტი Mar 2 2012, 17:10
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



შემდეგი:
ჩვენი გარიგების მოცულობა

შემდეგი საკითხი ალბათ უნდა ყოფილიყო ჩვენი მოგების დაფიქსირება. ანუ, იმის აღწერა, თუ რომელ ფასზე გამოვდივართ გარიგებიდან მოგების შენთხვევაში.

მაგრა, აქ აღწერილი იქნება თანხების მენეჟმენტი და გარიგების ზომა და რაოდენობა, თუ რამხელა ლოტით შევდივართ გარიგებაში, და რამდენ პოზიციას ვხსნით ერთდროულად.

ეს მნიშვნელოვანია და მისი აღწერის გარეშე სტრატეგია არც შემომოწმებია.
თან, როგორც ზემოთ აღვნიშნე. სტარტეგია არასრული იქნება თუ არ არის აღწერილი, რა გმოცულობით (და რამდენი) იხსნება გარიგება.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th November 2024 - 05:40
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge