123 ფიგურით ვაჭრობა, ერთერთი სტრატეგია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
123 ფიგურით ვაჭრობა, ერთერთი სტრატეგია |
Feb 18 2012, 17:27
პოსტი
#1
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-February 12 წევრი №: 67 |
123 ფიგურით ვაჭრობა
ბევრი ეძებს ინდიკატორებს როგორც გზას ფორექსის ან ფასის მოძრაობის სწავლისათვის. ინდიკატორების აღწერა ქართულ ენაზე არის აქ: http://www.myforex.ge/?cat=17 მაგრამ, ჩემი აზრით ინდიკატორებს მოგვიანებით უნდა მიადგეს ადამიანი, როცა გარკვეულ ცოდნას დააგროვებს. ინდიკატორების ძებნას, ძირითადად ორ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე: 1. ადამიანს არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო; 2. ტრეიდერმა უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის. ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს). ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე. მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა. ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს). ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში. ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია ამ მაგალითზე), 1. მოძრაობა შეწყდა წერტილში 1, 2. მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2. 3. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) , მაშინ მე-3 წერტილიდან 2-ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში მოძრაობის მიმართულებით და თქვენ მოიგებთ. მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს. ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ. თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, შეიძლება ამ სტრატეგიაზე უფრო დაწვრილებით საუბარი, რადგან ვიყენებ და ბევრი ვიცი მის შესახებ. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th November 2024 - 09:10 |
(C) 2009 MyForex.GE | ბლოგი myforex.ge |