IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 123 ფიგურით ვაჭრობა, ერთერთი სტრატეგია
picpic
პოსტი Feb 18 2012, 17:27
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



123 ფიგურით ვაჭრობა

ბევრი ეძებს ინდიკატორებს როგორც გზას ფორექსის ან ფასის მოძრაობის სწავლისათვის.
ინდიკატორების აღწერა ქართულ ენაზე არის აქ: http://www.myforex.ge/?cat=17

მაგრამ, ჩემი აზრით ინდიკატორებს მოგვიანებით უნდა მიადგეს ადამიანი, როცა გარკვეულ ცოდნას დააგროვებს.

ინდიკატორების ძებნას, ძირითადად ორ შემთხვევაში იწყებენ ხოლმე:
1. ადამიანს არ აქვს მინიმალური ცოდნა და ვერაფრით ვერ გაურკვევია რას დადის ფასი ზემოთ ქვემოთ ან რას ხატავს ფასი გრაფიკზე, და ფიქრობს ინდიკატორებში ვიპოვნი პასუხსო;
2. ტრეიდერმა უკვე ბევრი იცის, თავისი სტრატეგიის დამუშავებაც შეუძლია და სტრატეგიისთვის ჭირდება ინდიკატორი როგორც ფილტრი, ანუ დადასტურება სავაჭრო სიგნალებისთვის.

ვინც პირველ კატეგორიაში თვლის თავს, იმისთვის სასარგებლოა გარკვეული პერიოდი იხელმძღვანელოს ფასების მოძრაობაზე დაკვირვებით (Price action). დააკვირდეს რატომ და როგორ თანმიმდევრულად ეჯახება ფასი ერთ და იგივე ზღვარს და ბრუნდება უკან (წინააღმდეგობების და მხარდაჭერის ხაზებს).
ან დააკვირდეს როგორ გულმოდგინედ იმეორებს გარკვეულ მოქმედებებს ფასი გრაფიკზე.

მთავარი ინდიკატორი არის ე.წ Price action (შემოკლებით PA), ანუ ფასის მოძრაობა.

ზემოთქმულის მიმართ მეტი ინტერესი რომ გაგიჩნდეთ და მეტი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავს, დააკვირდით მაგალითისთვის ნახაზზე გამოსახულ ფასების მოძრაობის მაგალითს (პატერნს).

მიმაგრებული სურათი

ყველაზე მეტი რაც შეიძლება გითხრათ ბაზარმა, არის ფასის მოძრაობა კონკრეტულ მომენტში.
ბაზარი კი, მაგალითად, ბევრჯერ და ბევრჯერ გეუბნებათ, თუ რაღაც მიმართულებილებით მოძრაობისას (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია ამ მაგალითზე),
1. მოძრაობა შეწყდა წერტილში 1,
2. მერე მოხდა დაბრუნება უკან წერტილამდე 2.
3. მერე ისევ 1-იანისკენ მოძრაობა მე-3 წერტილამდე (მთავარი პირობაა 3 არ გასცდეს 1-ს) ,
მაშინ მე-3 წერტილიდან 2-ის დონის გადაკვეთისას შედით ბაზარში მოძრაობის მიმართულებით და თქვენ მოიგებთ.

მერე გადადით ნებისმიერ გრაფიკზე და დააკვირდით, როგორი გულმოდგინეობით იმეორებს ფასი ამ მოძრაობებს (იმეორებს ამ პატერნს). იმეორებს და იმეორებს.

ეს მაგალითია და არ არის რამე გამართული სტრატეგია. ეს არის უბრალოდ მაგალითი რას დავაკვირდეთ პირველ რიგში, ვიდრე ინდიკატორების დაზეპირებას დავიწყებდეთ.

თუ ვინმეს ინტერესი გაუჩნდება, შეიძლება ამ სტრატეგიაზე უფრო დაწვრილებით საუბარი, რადგან ვიყენებ და ბევრი ვიცი მის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
picpic
პოსტი Feb 23 2012, 18:27
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 18-February 12
წევრი №: 67



Stop loss

მოდით, ჩვენს სავაჭრო სტრატეგიაში ვთქვათ, რომ ათვლის ან საყრდენ წერტილად ვირჩევთ იმ ფასს, რომელ ფასზეც ჩვენ დავხურავთ ჩვენს გარიგებას წაგების შემთხვევაში.
ანუ, ფასი სადაც შეგვიძლია (ვაჭრობაში ჩართვის შემთხვევაში) დავსვათ, ე.წ. Stop loss.
ანუ ფასი რომელზეც, თუ ფასი ჩვენი ვარაუდის საწინააღმდეგოდ წავიდა და ჩველი პოზიცია წაგებისკენ წავიდა, ჩვენ გამოვალთ გარიგებიდან (დავხურავთ პოზიციას).

ყველა სტრატეგიაში აუცილებელია ვიცოდეთ, რამხელაზე ვრისკავთ და როდის გამოვალთ გარიგებიდან წაგების შემთხვევაში. ტრეიდერების უმრავლესობა წარმატებით ახერხებს, რომ მათი გარიგებების უმეტესი ნაწილი იყოს მომგებიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში აგებენ თავიანთ თანხებს, იმიტომ რომ არ აქვთ განსაზღვრული რამდენის წაგებას აპირებენ ცუდ შემთხვევაში, და აძლევენ წაგებას ზრდის საშუალებას შემობრუნების იმედით.
არასდროს არ ივაჭროთ ასე. იმიტომ რომ არ არსებობს ტრეიდერი, რომელიც წარმატებით ვაჭრობს იმ პირობებში, როცა მისი წაგების ლიმიტი დადგენილი არ აქვს.
მერწმუნეთ, ყველა სხვა თეორია არის ტყუილი, ბაქიაობა, ან მსგავსი მოქმედება. ასეთი ტრეიდერები, და ძირითადად ასეთები არიან დამწყები ტრეიდერები, იგებენ თანხებს ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ახერხებენ დეპოზიტის ათეული და ზოგჯერ ასეული პროცენტით გაზრდას, მაგრამ აგებენ ამ დეპოზიტს რამდენიმე საათში ან წუთში.

ამიტომ ალბათ გამართლებულია როცა ათვლის წერტილად, ჩვენი სტრატეგიის შექმნისას ვირჩევთ Stop loss-ის ფასს, ანუ ფასს რომელზეც ჩვენ ვიტყვით:
1. ეს ოპერაცია (გარიგება) გადავიდა წაგებაში.
2. წაგების ზომამ უკვე მიაღწია იმ კრიტიკულ პროცენტს, რომელზე მეტის წაგებასაც მე ერთი ოპერაციიდან არ ვაპირებ.
3. ამ წამგებიანი ოპერაციის გამო მე ხელიდან ვუშვებ უკეთესი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას, რომლიდანაც ბევრი მოგების მიღება შემიძლია.
4. რაღას უნდა ველოდო, მე მივყვები სტრატეგიას, რომელსაც ჩემთვის მოგება მოაქვს და შემოწმებული მაქვს ბევრჯერ. ამ სტარტეგიით, კი ეს პოზიცია უნდა დაიხუროს (წაგების ზომის გამო).

ჩამოთვლილი პუნქტები არი ერთი ნაწილია იმ საფუძვლიანი გადაწყვეტილებისა, რომ ჩვენ უნდა დავხუროთ წამგებიანი პოზიცია, რაღაც ზღვრული ფასის (Stop loss) მიღწევის შემთხვევაში. რეალურად კი. ეს განხილვასაც კი არ უნდა ექვემდებარებოდეს ჩვენში. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გამოვდივარ წამგებიანი პოზიციიდან.

და გვეძლევა უკიდეგანო შესაძლებლობები, რომ მოვძებნოთ და გავხსნათ ახალი გარიგება, რომელიც მოგებას მოგვიტანს, ან თუნდაც, შესაძლოა ისევ წაგებას მაგრამ, ეს არაფერს არ ცვლის. ის ახალი წამგებიანი პოზიციაც უნდა დაიხუროს კრიტიკულ ზღვარზე, უყოყმანოდ, რამდენი წამგებიანიც არ უნდა მოხდეს ზედიზედ.

მომავალში თქვენ აღმოაჩენთ, რომ ფულის კეთებაში საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, მოგებულ და წაგებულ თანხებში მოგებული იყოს უფრო მეტი და ეს საკმარისი პირობაა იმისთვის რომ ბევრი თანხები დაგვიგროვდეს.

მაგალითი დასაბუთება, წამგებიანი პოზიციების ფიქსირებულ ზღვარზე დახურვისათვის.
დავუშვათ თქვენ გაქვთ დეპოზიტი 100 დოლარი და არ უშვებთ, რომ თქვენმა წაგებამ ერთი ოპერაციიდან გადააჭარბოს 2 დოლარს. დააკვირდით რამდენი ოპერაციის შესრულება შეგიძლიათ ამ 100 დოლარიდან, თანხის ამოწურვამდე. უხეშად გავყოთ 100/2 და მივიღებთ 50-ს (რეალურად უფრო ნაკლებს ბაზრის შეზღუდვების გათვალისწინებით). ამ დროს საკმარისია რამდენიმე მომგებიანი გარიგების დაჭერა ამ წამგებიანებს შორის, რომ ჩვენს 100 დოლარს გამოაკლდეს წამგებიანები, მიემატოს რამოდენიმე მომგებიანიდან მიღებული მოგება და აღმოვჩნდეთ სერიოზულ პლიუსში.
ახლა კი, დავუშვათ რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმირებული წაგების ზომა, არ ვიყენებთ Stop loss-ს და მას ჩვენი შეხედულებით ვადგენთ. პირობას გაძლევთ, ჩვენი 50 გარიგების ჩატარების შესაძლებლობა, მინიმუმ, 5-ჯერ შემცირდება და გვექნება დაახლოებით 10 გარიგების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ თითო წამგებიანი გარიგებიდან წავაგებთ არა ნორმირებულ 2 დოლარს, არანედ ხან 1-ს, ხან 4-ს ხან 10-ს და ხან 20-ს ან მეტს, რაც, ენდეთ ჩემს გამოცდილებას საშუალოდ 10-12 დოლარი გამოვა თითო წამგებიან გარიდებაზე, თუ მეტი არა.
50 გარიგების შესაძლებლობა უფრო მეტად ზრდის ჩვენს შანსებს რომ შუალედებში მომგებიანი გარიგებები გვქონდეს და შედეგად გაზრდილი დეპოზიტი.

ჩემი სტარტეგიის საშუალო სტატისტიკური ამოცანაა, რომ საშუალოდ 10 გარიგებიდან, 3-4 იყოს წამგებიანი, 4-5 იყოს ნული ან მცირე მოგებით, და 2 მომგებიანი, რომ 2 გარიგებაში ამოვიღო დანახარჯები და გავზარდო დეპოზიტი. თუ ეს პირობა შევასრულე, მე ვიცი რომ ჩემი დეპოზიტი მუდმივად გაიზრდება.

თუ როგორ ვახერხებ ამას, ქვემოთ დავწერ კიდევ რომ მოვიცლი.

მოკლედ, გაგრძელება იქნება! ალბათ rolleyes.gif !
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th September 2024 - 23:08
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge