ფსიქოლოგია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
ფსიქოლოგია |
Mar 19 2013, 17:13
პოსტი
#1
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
აქ ვისაუბროთ იმაზე თუ როგორი შედეგები მოაქვს ფსიქოლოგიურ განწყობას მუშაობის შედეგებზე.
ფსიქოლოგია- მეცნიერება ადამიანის სულის შესახებ. ადამიანის სულიერი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ნებისმიერ ქმედებასთან. ასევე აქაც ჩვენს საქმიანობაში 80% ფსიქოლოგიური განწყობა და 20% ტექნიკური დახვეწილობა არის წარმატების წინა პირობა. ბევრი რამ არის დაწერილი ფსიქოლოგიური განწყობის ეფექტის შესახებ "ფორექსის კორიფეების" მიერ. აქ ვისაუბროთ თუ ვის რა სულიერი პრობლემა ეღობება ფორექსზე წარმატების მიღწევაში. მე სიხარბე მიღებს ბოლოს და ბევრი დეპოზიტი იმსხვერპლა ამ ჩემმა გაუმაძღარობამ |
|
|
Mar 19 2013, 17:34
პოსტი
#2
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
ვის რა ხედვა გააჩნია ფორექსთან დაკავშირებით ანუ როგორ აისახება ფორექსი შენში.
ამ ხედვას პირდაპირი სულიერი მნიშვნელობა აქვს რადგან აქიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ორდერის გახსნის დროს. ფორექსი არ არის კაზინო!!! ეს არის დახვეწილი ბიზნესი ინტელექტუალებისათვის!!! როგორც ბიზნესში ასევე აქ არსებობს მახასიათებელი მაჩვენებლები რომლებიც განსაზღვრავენ ბიზნესის სისტემის რენტაბელობას, წარმატებულობას. |
|
|
Apr 6 2013, 14:00
პოსტი
#3
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
შუადღე მშვიდობის! მოკლედ ფსიქოლოგიურ მონაკვეთში უნდა ვთქვათ,
რომ თუ პრინციპული ხედვა არ გააჩნია ტრეიდრს და ორჭოფობს უნდა შეჩერდეს, ამ შემთხვევაში ჩნდება გაურკვეველი გრძნობა და ისე იცის ატაცება და შიშის გრძნობის გაჩენა რომ შესაძლებელია მომგებიანი ორდერები წაგებულ პოზიციებში დახუროს. ამის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში სტრატეგია უნდა გვქონდეს ისტორიაზე გამოცდილი და ოპტიმიზირებული. ოპტიმიზაციაში ვგულისხმობ კაპიტალის მართვას, რისკების გათვლას და დაზღვევას, ტექნიკური მახასიათებლების დახვეწას. დრო და დრო მოდის და გამომუშავდება ბაზრის ხედვა, რაც ჩემი აზრით ყველაზე დიდია. |
|
|
Apr 8 2013, 02:00
პოსტი
#4
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
ღამე მშვიდობისა!
გამოცდილია თუ რა მწარე შედეგები მოაქვს სტრატეგიიდან გადახვევას. დღესავით ნათელია, რთულია ჩამოიყალიბო მანქანური მოქმედების ჩვევა, არადა როდესაც საქმე ეხება ბიზნესს აქ უკვე არჩევანი აღარ გრჩება უნდა შეძლო თუ გინდა რომ წარმატებული იყო. უნდა წვრთნა საკუთარი "მე". და სწორედ ეს "მე" არის ის რასაც სული ქვია. პირველი რაც უნდა შესძინო საკუთარ "მე"-ს ეს არის თვით კრიტიკულობა და სწორი შეფასების უნარი. ბევრჯერ მქონია, გადამიხედია ნაშრომისთვის, ჩემს ნაშრომს დაუბრმავებივარ, დამვიწყებია რომ ბიზნესის სტრატეგიაში არის ერთ -ერთი მთავარი კაპიტალის მართვა. მოდი და ნუ დაბრმავდები, როდესაც მთელი 7 თვის განმავლობაში მხოლოდ 4 ორდერი გექნება მინუსით და ისიც გადაფარული და საბოლოო ჯამში დადებითად ასახული ბალანსში. ამ შემთხვევაში სწორედ თვით კრიტიკულობამ და სწორი შეფასების უნარმა გადამარჩინა, იმ წამსვე დავიჭირე ჩემი თავი იმაში რომ დიდი წარმოდგენა მექმნებოდა საკუთარ თავზე და ვბრმავდებოდი. მოკლედ უნდა ვწვრთნათ საკუთარი "მე" |
|
|
Apr 12 2013, 05:39
პოსტი
#5
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
დილა მშვიდობისა.
ისმის კითხვა თუ სად შეიძლება მოიძებნო ფორექსზე სამუშაო თანხა? უპირველეს ყოვლისა ჩამოვთვალოთ თუ რა არ შეიძლება და ავტომატურად დღესავით ნათელი იქნება თუ რა შეიძლება. მუშაობისას თუ თავისუფალი არ ხარ და თავს სასიამოვნო გარემოში ანუ თავს დაცულად ვერ გრძნობ ვერ იმუშავებ, ყველაფერი აირ დაირევა და გათვლები მცდარი იქნება. რთულია იმუშაო მაშინ როდესაც ფიქრობ და წნეხის ქვეშ ხარ, რომ "მე მაქვს მისაცემი ვალი" საშინელებაა!!!! ვალი ვალია არ აქვს მნიშვნელობა ბანკის იქნება თუ ფიზიკური პირის. ვალით მუშაობა არ შეიძლება!!! ვალის განცდა ფსიქოლოგიას ანგრევს!!! განცდა იმისა, რომ "მე უნდა" . . . . უკვე სულს აკაბალებს!!! თავისუფალ აზროვნებას ართმევს! ნებისმიერი მონური აზროვნება დამღუპველია!!!! გაცილებით ეფექტურად მუშაობს ადამიანის ტვინი როდესაც იგი არ განიცდის წნეხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თავს ლაღად გრძნობს, ცუდი წარომასგენია როცა დაძაბული არის ადამიანი და განიცდის, სად წავა ტენდენცია? ზევით თუ ქვევით? იმისათვის რომ ეს დაძაბულობა მოხსნა საჭიროა ოდნავ "ფეხებზე მკიდიას" განცდა გქონდეს და ეს განცდა წარმოიქმნება მაშინ როდესაც მთლიან დეპოზიტს რისკის ქვეშ არ დააყენებ. მაშ ზუსტად გეტყვით თუ რა ნაწილით უნდა გარისკოთ. ამ ნაწილის პროცენტული განსაზღვრა თქვენთვის მომინდია, მე მხოლოდ მოცულობას დაგიდგენთ ორიოდე სიტყვით. მოკლედ მთლიანი დეპოზიტი უნდა გაყოთ სამოცი ათას ნაწილად და იმ მოცულობით უნდა გახსნათ ორდერი. მოკლედ ამ ხერხით რისკი შევამცირეთ იმ დონეზე, რომ მთელი 500 პიპსით რო გაიქცეს ფასი საწინააღმდეგო მომართულებით ვერაფერს დაგვაკლებს ანუ დეპოზიტი ცოცხალი იქნება და ვერ ჩამოგვიცლის. დამათენდა დანარჩენს ნელა ნელა გავაგრძელებ. |
|
|
Apr 12 2013, 13:58
პოსტი
#6
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
შუადღე მშვიდობის. ვაგრძელებ.
ფსიქოლოგიურ ნაწილს განეკუთვნება ზოგადად სავალუტო ბირჟის ხასიათის შემეცნება. თუ დავაკვირდებით ფასის მიმოსვლის ისტორიას დავინახავთ, რომ ფასი დადის ერთი თავიდან მეორე თავში. დამახასიათებელი თვისება არის, დიდი მოძრაობის შემდეგ ყოველთვის ფასი გარკვეულ ჯებირებში ჯდება და შემდგომ ისევ ხორციელდება მოძრაობა და ასე შემდეგ. ხშირად ტრეიდერები ფასის ჯებირებში მოქცევას უწოდებენ მაკორექტირებელ მოძრაობას. შევთანხმდეთ არსებობს იმპულსური მოძრაობა რომელიც ტენდენციის სწრაფ მოძრაობაში მოიაზრება და არსებობს კორექცია რომელიც ფასის გარკვეულ ჯებირებში მოქცევას ასახავს. ყველასთვის ნათელია ბაზარზე ფასის მოძრაობა ტალღისებურია და იგივე თვისებები გააჩნია რაც ჩვეულებრივ ტალღას. ზოგადად სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია და აქედან გამომდინარე არ შეიძლება ტალღა მარტო ერთი მიმართულებით მოძრაობდეს დაუსრულებლად. თუ წამოიქმნა მოძრაობა აუცილებლად ექნება მას წერტილი ტალღის სიძლიერის დაკარგვის ანუ სხვაგვარად, რომ თქვათ გააჩნია ტალღის უკუქცევის ზღვარი, ზღვარი სადაც იწყება საპირისპირო მოქცევა. სწორედ ზღვრების განსაზღვრა წაროადგენს ძირითად ამოცანას ბირჟაზე მუშაობის დროს. ზოგი საზღვრავს ფიბონაჩის რიცხვთა სისტემის პროცენტული განზომილებით. МТ4-ში არის ფიბონაჩის ბადე. ზოგი კიდევ საზღვრავს სხვადასხვა მათემატიკური გამოთვლებით და ასე შემდეგ. დსკვნა: ფასი დადის ზღვრებს შორის! |
|
|
Apr 14 2013, 00:13
პოსტი
#7
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
ღამე მშვიდობისა!
მინდა ერთ ხასიათის ჩამოყალიბებაზე ვისაუბრო. ცნობილია ანდაზა "ზღვა წვეთით დაილიაო" ალბად ყველას გვაქვს განცდილი ამ ანდაზის სიმართლე, აქვე უნდა ვთქვათ, რომ წვეთითაც შეგროვდება და აქაც მართლები ვიქნებით. აუცილებელი ჩვევა რაც უნდა ჩამოვიყალიბოთ ეს არის ყოველთვიურად ბირჟაზე გამომუშავებული თანხის გამოტანა, მიუხედავად იმისა რა სიდიდის არ უნდა იყოს იგი. ეს ქმედება შეიძლება მივაკუთვნოთ თანხების დაზღვევას. აუცილებლად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება მუშაობის პროცესში სადმე დაუშვათ შეცდომა (კონკრეტულად შეცდომის დაშვებაში ვგულისხმობ სტრატეგიიდან გადახვევას) და შეცდომის შედეგად ბიზნესი არ უნდა წაგვექცეს. უნდა შევქმნათ ისეთი მატერიალური ზურგი რომელიც მთლიანად ბიზნესს გადააზღვევს. პირადი მუშობიდან გამომდინარე მქონდა შემთხვევა, როდესაც შემემთხვა და გადაუხვიე სტრატეგიიდან, უშუალოდ ვერ გავაკონტროლე ჩემი სიხარბე, შედეგად ჩამოვცალე დეპოზიტი. სწორედ აქ მიშველა დაჯერებულობამ, ყოველთვიურად გამომქონდა ბირჟიდან გამომუშავებული თანხა და ბიზნესი ისევ გავაცოცხლე. |
|
|
Apr 17 2013, 10:34
პოსტი
#8
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
დილამშვიდობისა!
საფუძველი ნებისმიერი სავაჭრო სისტემის და საერთოდ ბირჟაზე მუშაობის არის სავაჭრო სტრატეგია. ტრეიდერის სტრატეგია მოიცავს, როგორც ბაზისს წარმატების ფსიქოლოგია და კაპიტალის მართვა (მანი მენეჯმენტი) როგორც ზემოთ "პოსტებში" ავღნიშნეთ ტრეიდერისთვის ფსიქოლოგია წარმოადგენს წარმატებული მუშაობის საფუძველს, ბაზისს. ბევრი დამწყები და წარუმატებელი მომუშავე მიდის ფორექსიდან და ყველას ლანძღავენ ვისაც კი მისწვდებიან, მაგრამ იმას ვერ გებულობენ, რომ ქმედებას და გაურკვევლობას საკუთარი თავის, ტრეიდერი მიყავს კაპიტალის დაკარგვასთან. |
|
|
Apr 22 2013, 23:14
პოსტი
#9
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
საინტერესო პიროვნება ხარ მარკოზ.
|
|
|
Apr 23 2013, 03:17
პოსტი
#10
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
|
|
|
Apr 23 2013, 06:53
პოსტი
#11
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
მხოლოდ შენ ხარ აქ და მხოლოდ შენთვის წერ ამ პოსტებს მგონი. საკუთარი თავის გამხნევების ვარიანტია. რამდენი წლის ხარ, თუ საიდუმლო არაა?
|
|
|
Apr 23 2013, 20:36
პოსტი
#12
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
ახლა გადავიკითხე ჩემი პოსტი და თითქოს დაცინვასავით ჟღერს. არც მიფიქრია შენი დაცინვა. მეც ვცდილობ რაღაც გავაკეთო სავალუტო ბირჟაზე და უბრალოდ შენმა პოსტებმა დამაინტერესა.
|
|
|
Apr 24 2013, 00:25
პოსტი
#13
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
|
|
|
Apr 24 2013, 01:04
პოსტი
#14
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
ახლა გადავიკითხე ჩემი პოსტი და თითქოს დაცინვასავით ჟღერს. არც მიფიქრია შენი დაცინვა. მეც ვცდილობ რაღაც გავაკეთო სავალუტო ბირჟაზე და უბრალოდ შენმა პოსტებმა დამაინტერესა. არც მიფიქრია, უბრალოდ გვიან მომიწია დაჯდომა სამუშაო მაგიდასთან და დამიგვიანდა მოწერა. თან სიმართლეს როდესაც აღნიშნავ თითქოს და მარტო ჩემ თავს ვესაუბრები სინამდვილეა. თქვენ მეორე ადამიანი ხართ, რომელიც დაინტერედით და მიხარია, თუ რატომ, არ დავკონკრეტდები, ვრცელი თემაა. . . . . იმედია ჩემი პოსტები გაქვს წაკითხული და ზოგადად გაიგებდი, რომ სავალუტო ბირჟაზე მუშაობა უბრალოდ ქართულად, შემოსავლიანი საქმეა ანუ "ბიზნესია" და ცოდნას მითხოვს "ბიზნესის" წარმოების. ზემოთ დაწერილი "პოსტები" ჩემი მუშაობის ძირითად ნაწილს შეადგენს, მაგრამ თვითონ "მარცვალი" არ მაქვს შეგნებულად აღწერილი. უბრალოდ ისიც საკმარისზე მეტი ინფორმაცია დავდე იმათთვის, ვისთვისაც მიცემული არის ბირჟაზე მუშაობის ასე ვთქვათ "ნდომება" და განვრცობას თავის თავად ჰპოვებს. შეიძლება ჩახლართულად გამომივიდა და დედა აზრს უბრალოდ განვავრცობ. "მარცვალი" არ დავდე იმიტომ, რომ თვით გადარჩევა მოხდეს. |
|
|
Apr 26 2013, 21:24
პოსტი
#15
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
თავისთავად, ჯერ ერთი ყველას თავისი აზრი და სტრატეგია აქვს ცხოვრებაში... სიამოვნებით გაგიცნობდი უფრო ახლოს...
|
|
|
Apr 29 2013, 00:00
პოსტი
#16
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
|
|
|
Apr 29 2013, 20:03
პოსტი
#17
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
რა მინდა, რომ გკითხო... რამეს საქმიანობ? თუ მხოლოდ ფორექსზე მუშაობ?
|
|
|
Apr 30 2013, 02:36
პოსტი
#18
|
|
Junior Member ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 12-January 11 წევრი №: 56 |
|
|
|
Apr 30 2013, 05:58
პოსტი
#19
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
შენ კარგი გამოცდილება გაქვს ფორქსზე მუშაობის და სიამოვნებით მოგისმენდი, მინდა, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა იყოს სავალუტო ფონდი. ფეისბუქი ან სკაიპი თუ გაქვს, პირადში მომწერე და უკეთესად შევძლებთ ურთიერთობას. (თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაქვს და არ შეგაწუხებ. )
|
|
|
May 7 2013, 05:12
პოსტი
#20
|
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-April 13 წევრი №: 72 |
მგონი აღარ შემოდიხარ...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th November 2024 - 14:07 |
(C) 2009 MyForex.GE | ბლოგი myforex.ge |