IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მოგესალმებით, მოგესალმებით
Profi_T
პოსტი Jul 29 2009, 17:40
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29-July 09
წევრი №: 7



მოგესალმებით,
მოხარული ვარ რომ ინტერნეტ სივრცეს ფორექსის თემასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი საიტი შეემატა.
ყველას წარმატებას გისურვებთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
myforexge
პოსტი Jul 30 2009, 23:50
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 27
რეგისტრ.: 21-July 09
წევრი №: 5



ციტატა(Profi_T @ Jul 29 2009, 06:40 PM) *
მოგესალმებით,
მოხარული ვარ რომ ინტერნეტ სივრცეს ფორექსის თემასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი საიტი შეემატა.
ყველას წარმატებას გისურვებთ smile.gif

იცოცხლეთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
staker
პოსტი Aug 1 2009, 14:20
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 1-August 09
წევრი №: 19



ვა, მაგარია. ბლოგი განსაკუთრებით მომეწონა, კაი გაკეთებულია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gigoli
პოსტი Aug 24 2009, 22:56
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 24-August 09
მდებარეობა: ჰაერშია გამოკიდებული
წევრი №: 33



ტრეიდერებო ყველა ქვეყნისა გაერთიანდით! biggrin.gif


--------------------
კამერუნ ძმაო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ustala
პოსტი Aug 25 2009, 10:40
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 25-August 09
წევრი №: 34



მაგარი საიტია! ტრეიდერობა მინდა დავიცხო და მაგრად სჰევისცავლო ეგ პროფესია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gigoli
პოსტი Aug 25 2009, 13:46
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 24-August 09
მდებარეობა: ჰაერშია გამოკიდებული
წევრი №: 33



ციტატა(ustala @ Aug 25 2009, 10:40) *
მაგარი საიტია! ტრეიდერობა მინდა დავიცხო და მაგრად სჰევისცავლო ეგ პროფესია

ვის არ უნდა შენ ის თქვი.


--------------------
კამერუნ ძმაო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nanka
პოსტი Aug 30 2009, 22:45
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 30-August 09
წევრი №: 38



ზოგიერთებს შუამავლობა სამარცხვინო პროფესია გონიათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ალექსანდრე დიუმას შენიშვნა, როცა მე-18-ე საუკუნეში მან დაათვალიერა თბილისის ქარვასლა(სავაჭრო ცენტრი): "შუამავალთა ინსტიტუტის არარსებობის გამო თბილისს ბევრი ფული დაუკარგავს".

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gigoli
პოსტი Aug 31 2009, 09:34
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 24-August 09
მდებარეობა: ჰაერშია გამოკიდებული
წევრი №: 33



ციტატა(nanka @ Aug 30 2009, 22:45) *
ზოგიერთებს შუამავლობა სამარცხვინო პროფესია გონიათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ალექსანდრე დიუმას შენიშვნა, როცა მე-18-ე საუკუნეში მან დაათვალიერა თბილისის ქარვასლა(სავაჭრო ცენტრი): "შუამავალთა ინსტიტუტის არარსებობის გამო თბილისს ბევრი ფული დაუკარგავს".

კი მაგრამ შუამავალი რა შუაშია?


--------------------
კამერუნ ძმაო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 12 2011, 14:38
პოსტი #9


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



გამარჯობათ! ძალიან გამიხარდა როცა ვნახე, რომ საქართველოში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ცდილობენ იმუშაონ ბირჟაზე. მე გამოცდილება დიდი არ მაქვს, მაგრამ ცოტაოდენი სტატიები მაქვს გადაფურცლილი. საინტერესო ვებ გვერდი არის და მადლობა პროექტის ავტორს.
ჩვენი ქვეყნის გარეთ მრავალი ადამიანი ვითარდება ამ სფეროში და მიღწევებიც აქვთ შეასაბამისი. იმისათვის, რომ უბრალოდ ჩაერთო ფერხულში საჭიროა კომპიუტერი, ინტერნეტი და რაც მთავარია ცოდნა. ძალიან რისკიანი საქმეა მაგრამ ამასთანავე სარფიანი. განსაკუთრებით ჩვენ შემთხვევაში, სადაც ადამიანები სამშობლოდან გარბიან უმუშევრობის გამო (მიზეზების გამოკვლევა ჩვენი მიზანი არ არის და ამიტომ არ შევჩერდები ამ საკითხზე)
სწორედ რომ აქ შეიძლება მშველელად გამოგვიჩნდეს ბირჟაზე სამუშაო ადგილის გამოჩენა. ბირჟაზე მუშაობა ეს არის სრული თავისუფლება, სადაც არავინ არ გყავს ზედამხედველი და არ გავალდებულებს განსაზღვრულ დროში იმუშაო. გაუმარჯოს თავისუფლებას!!!! ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია აკონტროლო შენი ანგარიშები და რაღათქმა უნდა შესაძლებლობა გეძლევა (იმ შემთხვევაში თუ ალღო აუღე სამუშაოს) დატკბე და მოინახულო ქვეყნის ისტორიული თუ რელიგიური განძეულობანი. მოკლედ კარგია, მაგრამ რთული!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 12 2011, 22:37
პოსტი #10


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



ყველა ბირჟაზე მომუშავე ტრეიდერი, ბირჟაზე ახდენს დაკვირვებას და ცდილობს გააკეთოს დასკვნები ტრენდის არსებობისა და მიმართულების განსასაზღვრავად. ბირჟა ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერი პროდუქტი მოთხოვნადია და არასოდეს ამბობენ მის შესყიდვაზე თუ გაყიდვაზე უარს. მოკლედ შიში იმისა, რომ "ვიყიდე და ვაი რა მეშველება" არ არსებობს. არსებობს ანალიზის ორი შესაძლებლობა ტექნიკური და ფუნდამენტალური, რომელთა მეშვეობით ტრეიდერს აქვს პროგნოზირების შესალებლობა სხვადასხვა ვალუტის კურსის ცვალებადობისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 13 2011, 20:48
პოსტი #11


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



ტექნიკური ანალიზი ეს არის ბაზრის დინამიკის კვლევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება გრაფიკული გამოსახულების შესწავლით, (თუ რატო გრაფიკული ცოტა ქვევით მოგახსენებთ) ბაზრის ფასის მიმართულების პროგნოზირების მიზნით. ტერმინი "ბაზრის დინამიკა" მოიცავს სამ ძირითად ინფორმაციის წყაროს, რომელიც ტექნიკური ანალიზის განკარგულებაში არსებობს, ესენია: ფასი, მოცულობა, ღია ინტერესი (უკანასკნელი, გამოიყენება ფიუჩერსულ ვაჭრობაში) კურსი (ფასი) ითვალისწინებს ყველაფერს. ნებისმიერი ფაქტორი რომელიც მოქმედებს ფასზე (ეკონომიური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური) უკვე გათვალისწინებული არის ბაზრის მიერ და მოაზრებული (ჩართული) გამოსახული არის ფასში. ამიტომ რაც აუცილებელი არის პროგნოზირებისათვის, ეს არის შევისწავლოთ კურსის ცვალებადობის გრაფიკი.
ფასის მოძრაობა დამორჩილებული არის ტენდენციაზე. ტენდენცია, ეს არის ფასის მოძრაობის მიმართულება. ფასის დინამიკის გრაფიკის შედგენის ძირითად მიზანს წარმოადგენს გამოვავლინოთ ფასის მოძრაობის მიმართულება ადრეულ განვითარების დროში და ვივაჭროთ შესაბამისი მიმართულებით.
გადმოვთარგმნე აქედან
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 14 2011, 04:25
პოსტი #12


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



ეჰ. ნეტა სად მიმოიფანტა ხალხი და რატო არავინ შემოდის. ნამდვილად "გადააგდო" ბირჟამ ხალხი და გადაწყვიტეს თავი დაენებებინათ. მე არ დავანებებ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დეპოზიტი ჩამოვცალე! და რაც დრო გადის მით უფრო მსიამოვნებს ტრეიდერებთან ურთიერთობა.
მოკლედ: იმისათვის, რომ "საბრძოლო წრთობა მიიღო" ამისათვის რისკები უნდა შემცირდეს. ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა გამოცდილი ტრეიდერი რჩევას იძლევა რომ ჯობია ნაღდ ანგარიშზე იმუშაო სადაც რისკის ფაქტორი მინიმუმამდე არის დაყვანილი მეათასედების მეშვეობით, ანუ არსებობს ე. წ. ცენტური ანგარიში სადაც 50$=5000 ცენტს და ვაჭრობა მიდის ცენტებზე, ანუ ნერვიულობის ნიადაგზე გაურკვეველ ქმედებებს არ ჩადის ტრეიდერი. მქონია შემთხვევა დემონსტრირებულ ანუ დემო ანგარიშზე წარმატებულად გამომდიოდა ხელშეკრულებები და ნაღდზე წარუმატებლობის შემთხვევაში ბრინჯივით ვიბნეოდი. ახლა გადავედი რობოტების გამოყენებაზე. რობოტი ეს არის ავტომატური სავაჭრო სტრტეგია. არსებობს უამრავი სტრატეგიები და შეიძლება ითქვას რამდენი ადამიანი არსებობს იმდენი ხედვა ანუ სტარატეგიაა, ხოლო რობოტი ამ არსებული სტრატეგიების ავტომატური ფორმა. დიდი უპირატესობა გააჩნია ავტომატურ მუშაობას, რადგან იგი სტრატეგიის ალგორითმს ცივსისხლიანად მიყვება და თუ რობოტი ხარისხიანად და მომგებიანი სტრრატეგიის მიხედვით არის დაწერილი მოგება გარანტირებული გაქვს ოღონდ არა 100% რადგან ყველა სტრატეგიას თავისი ცდომილება გააჩნია. განაღა თვეში 60% ცოტაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 14 2011, 21:35
პოსტი #13


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



ვაგრძელებ wink.gif საუბარი ხარისხიან რობოტზე ნიშნავს:
1)უნდა იყოს მომგებიან სტრატეგიაზე დაწერილი.
2) უნდა შეეძლოს თავისი და ტრეიდერის მიერ გაკეთებული ორდერების განსხვავება და აქედან გამომდინარე არ უნდა ეხებოდეს სხვა ორდერებს.
3)უნდა შეეძლოს ნებისმიერ ბროკერთან მუშაობა.
4)ისეთი ალგორითმით უნდა იყოს დაწერილი, რომ ბროკერს თავს არ უნდა აბეზრებდეს განუწყვეტელი მოთხოვნებით. წინაარმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ბროკერი დაბლოკავს მის მუშაობას.
5)შესაძლებელი უნდა იყოს ოპტიმიზირება.
დამწყებთათვის ინფორმაცია ავტომატურ რობოტებზე მწირია ინტერნეტ სივრცეში და თუკი მოიპოვება უფასო არ არის. სადაც უფასოდ გადმოცემენ თუ როგორ უნდა მოემსახურო რობოტებს მათი ოპტიმალური მუშაობისთვის ვგონებ, რომ არ იქნება სიმართლის ქვეშ მყოფი ინფორმაცია, "უფასო ყველი ხომ ხაფანგშია მოთავსებული" laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 15 2011, 05:51
პოსტი #14


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



ისტორია მეორდება. აქსიომა ეყრდნობა ადამიანის ფსიქიკის არაცვალებად (უცვლელ) საფუძველს. აქედან გამომდინარე თუ ანალიზი (დასკვნები) კეთდბოდა წარსულში ეს დასკვნები აწმყოშიც იგივე საფუძველზე ხორციელდება.
მოკლედ ბაზარი პროგნოზირებადია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 18 2011, 00:15
პოსტი #15


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



რობოტების ოპტიმალუტი მუშაობისთვის აუცილებელია შევუქმნათ მუშაობის გარემო. სამუშაო გარემო მოიაზრებს:1) უწყვეტ ულიმიტო ინტერნეტს 2) ელექტო ენერგიის მუდმივ წყაროს 3) ოპტიმიზირებული პარამეტრით უზრუნველყოფას
უწყვეტი ინტერნეტი არის საჭირო იმისათვის, რომ ტერმინალის მონაცემთა ბაზაში არსებობდეს წუთობრივი მონაცემები რომლისგანაც შედგება ყველა სხვა დროის პერიოდები, გარდა ამისა რობოტს თუ არ მიეწოდა რეალური წუთობრივი მონაცემები ამ შემთხვევაში აირ-დაირევა და მცდარ ორდერებს გახსნის. თუ ბაზაში არ იქნება ეს მონაცემები ან დაზიანებული იქნება რომელსაც ეწოდება ხვრელი (ანუ შეიძლება არ არსებობდეს ერთი კვირის მონაცემები ან ორითვის მონაცემები) ამ შემთხვევაში ოპტიმიზირება მოცემული რობოტის ვერ იქნება მართებული და იმუშავებს ცდომილ მომართულ პარამეტრებზე რომელიც აისახება დეპოზიტზე და საბოლოდ ჩამოცლის. ხვრელების ამოქოლვა ხდება სხვადასხვა ხერხით და ეს უკვე შეიძლება შემგომში განვიხილოთ.)
იმისათვის რომ არსებული პრობლემა მოიხსნას ვგულისხმობ უწყვეტ ინტერნეტს აუცილებელია შევიძინოთ გამოყოფილი სერვერი, რომელშიც ჩავტვირთავთ შესაბამის ოპერატიულ სისტემას და მოვათავსებთ ჩვენს სავაჭრო პლატფორმას. რითაც ავტომატურად გადავჭრით მეორე საკითხს მუდმივი ენერგიის არსებობას. თან ამ შემთხვევაში ჩვენი პერსონალური კომპიუტერი სრულიადაც არ დაიტვიღთება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 23 2011, 03:04
პოსტი #16


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



პროფესიონალური ოპტიმიზირების პროცესი. თვითონ ოპტიმიზირება უნდა მოვახდინოთ შემდეგ ნაირად: პერიოდი წარსულის უნდა დავყოთ ორ ნაწილად და შესაბამისი სახელები ვუწოდოთ რომ ადვილად გავერკვიოთ. პირველი პერიოდი: დღევანდელ დღეს გამოვაკლოთ 6 თვე და ამპერიოდს დავარქვათ ფორვარდ ტესტური პერიოდი. მეორე პერიოდი: დღევანდელ დღეს გამოვაკლოთ 6 თვე და გამოვაკლოთ 2 წელი ანუ ეს ორი წელი იქნება ტესტ პერიოდი. დასკვნა: გვაქვს ორი პერიოდი 1) ფორვარდ პერიოდი ( რომელიც უნდა მოვძებნოთ შემდეგ ნაირად ტესტერში, დღევანდელ დღეს ვწერთ მარჯვენა ფანჯარაში ხოლო მარცხენში ვწერთ დღევანდელ დღეს გამოკლებული 6 თვე და ეს პერიოდი იქნება ჩევენთვის ფორვარდ ტესტური პერიოდი) 2) ტესტური პერიოდი (რომელსაც ვძებნით ტესტერში შემდეგ ნაირად დღევნდელ დღეს გამოვაკლოთ 6 თვე და გამოვაკლოთ 2 წელი) ოპტიმიზირების დროს ვიღებთ ტესტურ პერიოდს და ვრთავთ ოპტიმიზირებას, ტესტერის მარჯვენა ფანჯარაში ვწერთ თარიღს დღევანდელ დღეს გამოკლებული 6 თვე, ხოლო მარცხენა ფანჯარაში ვწერთ დღევანდელ დღეს გამოკლებული 6 თვე და გამოკლებული 2 წელი. ოპტიმიზირების დასრულების შემდეგ ვირჩევთ პარამეტრს რომელიც მოგვიტანს პროფიტს ორივე პერიოდზე. ( ტესტერს ტერმინალში გააჩნია ორი ფუნქცია ოპტიმიზირების და ტესტირების ანუ როცა ოპტიმიზირებას დავასრულებთ შემდეგში უნდა გაუშვათ პარამეტრები ტესტის წესით ზემოთ აღნიშნულ პერიოდებზე და პარამეტრი რომელიც გამოავლენს თავს კარგი მოგებით ორივე პერიოდზე შეიძლება ჩავტვირთოთ ექსპერტში და გაუშვად სამუშაოდ) ინფორმაცია ფასიანია და არ გეგონოთ რომ სადმე ინტერნეტიდან გადმოვთარგმნე იმედია ადმინისტრატორი არ დაბლოკავს ამ პოსტს თუმცა რა არი დასბლოკი ხალხი მაინც არ შემოდის და ფორუმი მკვდარია. ინფორმაცია ზემოდ აღწერილზე ამ მისამართზე დევს დანარჩენს თუ დაგაინტერესებთ თქვენთვითონაც გაერკვევით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 24 2011, 03:00
პოსტი #17


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



მოკლედ ჩემია ბურთიც და მოედანიც biggrin.gif იმისათვის რომ გითხრათ რა შედეგები აქვს ვლადიმერ გილკას ერთ-ერთ რობოტს შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ვებ გვერდი ოღონდ არ გეგონოთ, რო მაგდენი ფული მაქვს wink.gif ეს ყველაფერი ცენტური ანგარიშია და შეგიძლიათ დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ თუ ცოდნა რობოტების შესახებ რას შვრება მოკლედ ნახეთ და დარწმუნდებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Jan 28 2011, 14:25
პოსტი #18


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



მოვძებნე შესანიშნავი გვერდი სადაც თანამედროვე სტილით არის დაწერილი ექსპერტები ვინც ერკვევა მათ მორჯულებაზე ვფიქრობ მოეწონება.
http://saserbot.narod.ru/sovetnik1.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
myforexge
პოსტი Mar 20 2011, 00:43
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 27
რეგისტრ.: 21-July 09
წევრი №: 5



დიდი მადფლობა მეგობარო,
რამდენი პოსტი დაგიწერია, სამწუხაროდ, მიჩვეული იმ ამბავს რომ საქართველოში კითხვის და სჯაბაასის მოყვარული ტრეიდერები ცოტაა,
და საიტზეც იშვიათად შემოდიან, მეც გავერთე და ვერ მივაქციე ყურადღება საიტს.

რაც შეეხება ბოლოს მითითებულ ბმულს, არაფერი სასარგებლო არ დევს მანდ. ძირითადად იკრიბება იმ ხალხის ფაილები, რომლებიც depositfiles-ზე ტვირთავს რაღაცეებს, მერე ხალხს მოტყუებით იმ ფაილებს აწერინებს და მაგაში ცენტები ერიცხება თავიანთ ანგარიშზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
markozi
პოსტი Mar 26 2011, 13:56
პოსტი #20


Junior Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 12-January 11
წევრი №: 56



ციტატა(myforexge @ Mar 20 2011, 00:43) *
დიდი მადფლობა მეგობარო,
რამდენი პოსტი დაგიწერია, სამწუხაროდ, მიჩვეული იმ ამბავს რომ საქართველოში კითხვის და სჯაბაასის მოყვარული ტრეიდერები ცოტაა,
და საიტზეც იშვიათად შემოდიან, მეც გავერთე და ვერ მივაქციე ყურადღება საიტს.

რაც შეეხება ბოლოს მითითებულ ბმულს, არაფერი სასარგებლო არ დევს მანდ. ძირითადად იკრიბება იმ ხალხის ფაილები, რომლებიც depositfiles-ზე ტვირთავს რაღაცეებს, მერე ხალხს მოტყუებით იმ ფაილებს აწერინებს და მაგაში ცენტები ერიცხება თავიანთ ანგარიშზე.


მადლობა შეფასებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th November 2024 - 05:38
(C) 2009 MyForex.GE ბლოგი myforex.ge