თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

my forex _ სტატიები _ ფსიქოლოგია

პოსტის ავტორი: markozi Mar 19 2013, 17:13

აქ ვისაუბროთ იმაზე თუ როგორი შედეგები მოაქვს ფსიქოლოგიურ განწყობას მუშაობის შედეგებზე.
ფსიქოლოგია- მეცნიერება ადამიანის სულის შესახებ. ადამიანის სულიერი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ნებისმიერ ქმედებასთან.
ასევე აქაც ჩვენს საქმიანობაში 80% ფსიქოლოგიური განწყობა და 20% ტექნიკური დახვეწილობა არის წარმატების წინა პირობა.
ბევრი რამ არის დაწერილი ფსიქოლოგიური განწყობის ეფექტის შესახებ "ფორექსის კორიფეების" მიერ.
აქ ვისაუბროთ თუ ვის რა სულიერი პრობლემა ეღობება ფორექსზე წარმატების მიღწევაში.

მე სიხარბე მიღებს ბოლოს angry.gif angry.gif angry.gif angry.gif
და ბევრი დეპოზიტი იმსხვერპლა ამ ჩემმა გაუმაძღარობამ

პოსტის ავტორი: markozi Mar 19 2013, 17:34

ვის რა ხედვა გააჩნია ფორექსთან დაკავშირებით ანუ როგორ აისახება ფორექსი შენში.
ამ ხედვას პირდაპირი სულიერი მნიშვნელობა აქვს რადგან აქიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას
ამა თუ იმ ორდერის გახსნის დროს.
ფორექსი არ არის კაზინო!!!
ეს არის დახვეწილი ბიზნესი ინტელექტუალებისათვის!!!
როგორც ბიზნესში ასევე აქ არსებობს მახასიათებელი მაჩვენებლები რომლებიც განსაზღვრავენ ბიზნესის სისტემის რენტაბელობას, წარმატებულობას.

პოსტის ავტორი: markozi Apr 6 2013, 14:00

შუადღე მშვიდობის! მოკლედ ფსიქოლოგიურ მონაკვეთში უნდა ვთქვათ,
რომ თუ პრინციპული ხედვა არ გააჩნია ტრეიდრს და ორჭოფობს უნდა შეჩერდეს, ამ შემთხვევაში ჩნდება გაურკვეველი გრძნობა
და ისე იცის ატაცება და შიშის გრძნობის გაჩენა რომ შესაძლებელია მომგებიანი ორდერები წაგებულ პოზიციებში დახუროს.
ამის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში სტრატეგია უნდა გვქონდეს ისტორიაზე გამოცდილი და ოპტიმიზირებული. ოპტიმიზაციაში ვგულისხმობ კაპიტალის მართვას, რისკების გათვლას და დაზღვევას, ტექნიკური მახასიათებლების დახვეწას.
დრო და დრო მოდის და გამომუშავდება ბაზრის ხედვა, რაც ჩემი აზრით ყველაზე დიდია.

პოსტის ავტორი: markozi Apr 8 2013, 02:00

ღამე მშვიდობისა!
გამოცდილია თუ რა მწარე შედეგები მოაქვს სტრატეგიიდან გადახვევას.
დღესავით ნათელია, რთულია ჩამოიყალიბო მანქანური მოქმედების ჩვევა,
არადა როდესაც საქმე ეხება ბიზნესს აქ უკვე არჩევანი აღარ გრჩება უნდა შეძლო
თუ გინდა რომ წარმატებული იყო. უნდა წვრთნა საკუთარი "მე". და სწორედ ეს "მე"
არის ის რასაც სული ქვია.
პირველი რაც უნდა შესძინო საკუთარ "მე"-ს ეს არის თვით კრიტიკულობა და სწორი შეფასების უნარი.
ბევრჯერ მქონია, გადამიხედია ნაშრომისთვის, ჩემს ნაშრომს დაუბრმავებივარ, დამვიწყებია რომ ბიზნესის სტრატეგიაში არის ერთ -ერთი მთავარი
კაპიტალის მართვა. მოდი და ნუ დაბრმავდები, როდესაც მთელი 7 თვის განმავლობაში მხოლოდ 4 ორდერი გექნება
მინუსით და ისიც გადაფარული და საბოლოო ჯამში დადებითად ასახული ბალანსში.
ამ შემთხვევაში სწორედ თვით კრიტიკულობამ და სწორი შეფასების უნარმა გადამარჩინა, იმ წამსვე დავიჭირე ჩემი თავი იმაში რომ დიდი წარმოდგენა
მექმნებოდა საკუთარ თავზე და ვბრმავდებოდი.
მოკლედ უნდა ვწვრთნათ საკუთარი "მე"


პოსტის ავტორი: markozi Apr 12 2013, 05:39

დილა მშვიდობისა.
ისმის კითხვა თუ სად შეიძლება მოიძებნო ფორექსზე სამუშაო თანხა?
უპირველეს ყოვლისა ჩამოვთვალოთ თუ რა არ შეიძლება და ავტომატურად დღესავით ნათელი იქნება თუ რა შეიძლება.
მუშაობისას თუ თავისუფალი არ ხარ და თავს სასიამოვნო გარემოში ანუ თავს დაცულად ვერ გრძნობ ვერ იმუშავებ, ყველაფერი აირ დაირევა და გათვლები
მცდარი იქნება. რთულია იმუშაო მაშინ როდესაც ფიქრობ და წნეხის ქვეშ ხარ, რომ "მე მაქვს მისაცემი ვალი" საშინელებაა!!!! ვალი ვალია არ აქვს მნიშვნელობა ბანკის იქნება თუ ფიზიკური პირის.
ვალით მუშაობა არ შეიძლება!!! ვალის განცდა ფსიქოლოგიას ანგრევს!!! განცდა იმისა, რომ "მე უნდა" . . . . უკვე სულს აკაბალებს!!! თავისუფალ აზროვნებას ართმევს! ნებისმიერი მონური აზროვნება დამღუპველია!!!!
გაცილებით ეფექტურად მუშაობს ადამიანის ტვინი როდესაც იგი არ განიცდის წნეხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თავს ლაღად გრძნობს, ცუდი წარომასგენია როცა დაძაბული არის ადამიანი და განიცდის, სად წავა ტენდენცია? ზევით თუ ქვევით? იმისათვის რომ ეს დაძაბულობა მოხსნა საჭიროა ოდნავ "ფეხებზე მკიდიას" განცდა გქონდეს და ეს განცდა წარმოიქმნება მაშინ როდესაც მთლიან დეპოზიტს რისკის ქვეშ არ დააყენებ. მაშ ზუსტად გეტყვით თუ რა ნაწილით უნდა გარისკოთ. ამ ნაწილის პროცენტული განსაზღვრა თქვენთვის მომინდია, მე მხოლოდ მოცულობას დაგიდგენთ ორიოდე სიტყვით. მოკლედ მთლიანი დეპოზიტი უნდა გაყოთ სამოცი ათას ნაწილად და იმ მოცულობით უნდა გახსნათ ორდერი. მოკლედ ამ ხერხით რისკი შევამცირეთ იმ დონეზე, რომ მთელი 500 პიპსით რო გაიქცეს ფასი საწინააღმდეგო მომართულებით ვერაფერს დაგვაკლებს ანუ დეპოზიტი ცოცხალი იქნება და ვერ ჩამოგვიცლის.

დამათენდა დანარჩენს ნელა ნელა გავაგრძელებ.

პოსტის ავტორი: markozi Apr 12 2013, 13:58

შუადღე მშვიდობის. ვაგრძელებ.
ფსიქოლოგიურ ნაწილს განეკუთვნება ზოგადად სავალუტო ბირჟის ხასიათის შემეცნება.
თუ დავაკვირდებით ფასის მიმოსვლის ისტორიას დავინახავთ, რომ ფასი დადის ერთი თავიდან მეორე თავში.
დამახასიათებელი თვისება არის, დიდი მოძრაობის შემდეგ ყოველთვის ფასი გარკვეულ ჯებირებში ჯდება და
შემდგომ ისევ ხორციელდება მოძრაობა და ასე შემდეგ. ხშირად ტრეიდერები ფასის ჯებირებში მოქცევას
უწოდებენ მაკორექტირებელ მოძრაობას. შევთანხმდეთ არსებობს იმპულსური მოძრაობა რომელიც ტენდენციის
სწრაფ მოძრაობაში მოიაზრება და არსებობს კორექცია რომელიც ფასის გარკვეულ ჯებირებში მოქცევას ასახავს.
ყველასთვის ნათელია ბაზარზე ფასის მოძრაობა ტალღისებურია და იგივე თვისებები გააჩნია რაც ჩვეულებრივ ტალღას.
ზოგადად სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია და აქედან გამომდინარე არ შეიძლება ტალღა მარტო ერთი მიმართულებით მოძრაობდეს დაუსრულებლად.
თუ წამოიქმნა მოძრაობა აუცილებლად ექნება მას წერტილი ტალღის სიძლიერის დაკარგვის ანუ სხვაგვარად, რომ თქვათ გააჩნია ტალღის უკუქცევის ზღვარი,
ზღვარი სადაც იწყება საპირისპირო მოქცევა.
სწორედ ზღვრების განსაზღვრა წაროადგენს ძირითად ამოცანას ბირჟაზე მუშაობის დროს.
ზოგი საზღვრავს ფიბონაჩის რიცხვთა სისტემის პროცენტული განზომილებით. МТ4-ში არის ფიბონაჩის ბადე.
ზოგი კიდევ საზღვრავს სხვადასხვა მათემატიკური გამოთვლებით და ასე შემდეგ.
დსკვნა: ფასი დადის ზღვრებს შორის!

პოსტის ავტორი: markozi Apr 14 2013, 00:13

ღამე მშვიდობისა!
მინდა ერთ ხასიათის ჩამოყალიბებაზე ვისაუბრო.
ცნობილია ანდაზა "ზღვა წვეთით დაილიაო" ალბად ყველას გვაქვს განცდილი ამ ანდაზის სიმართლე, აქვე უნდა ვთქვათ, რომ წვეთითაც შეგროვდება და აქაც მართლები ვიქნებით.
აუცილებელი ჩვევა რაც უნდა ჩამოვიყალიბოთ ეს არის ყოველთვიურად ბირჟაზე გამომუშავებული თანხის გამოტანა, მიუხედავად იმისა რა სიდიდის არ უნდა იყოს იგი.
ეს ქმედება შეიძლება მივაკუთვნოთ თანხების დაზღვევას. აუცილებლად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება მუშაობის პროცესში სადმე დაუშვათ შეცდომა
(კონკრეტულად შეცდომის დაშვებაში ვგულისხმობ სტრატეგიიდან გადახვევას) და შეცდომის შედეგად ბიზნესი არ უნდა წაგვექცეს. უნდა შევქმნათ ისეთი მატერიალური ზურგი
რომელიც მთლიანად ბიზნესს გადააზღვევს. პირადი მუშობიდან გამომდინარე მქონდა შემთხვევა, როდესაც შემემთხვა და გადაუხვიე სტრატეგიიდან, უშუალოდ ვერ გავაკონტროლე ჩემი სიხარბე,
შედეგად ჩამოვცალე დეპოზიტი. სწორედ აქ მიშველა დაჯერებულობამ, ყოველთვიურად გამომქონდა ბირჟიდან გამომუშავებული თანხა და ბიზნესი ისევ გავაცოცხლე.

პოსტის ავტორი: markozi Apr 17 2013, 10:34

დილამშვიდობისა!
საფუძველი ნებისმიერი სავაჭრო სისტემის და საერთოდ ბირჟაზე მუშაობის
არის სავაჭრო სტრატეგია.
ტრეიდერის სტრატეგია მოიცავს, როგორც ბაზისს წარმატების ფსიქოლოგია და კაპიტალის მართვა (მანი მენეჯმენტი)
როგორც ზემოთ "პოსტებში" ავღნიშნეთ ტრეიდერისთვის ფსიქოლოგია წარმოადგენს წარმატებული მუშაობის საფუძველს, ბაზისს.
ბევრი დამწყები და წარუმატებელი მომუშავე მიდის ფორექსიდან და ყველას ლანძღავენ ვისაც კი მისწვდებიან, მაგრამ იმას ვერ გებულობენ,
რომ ქმედებას და გაურკვევლობას საკუთარი თავის, ტრეიდერი მიყავს კაპიტალის დაკარგვასთან.

პოსტის ავტორი: არაგველი Apr 22 2013, 23:14

საინტერესო პიროვნება ხარ მარკოზ. smile.gif

პოსტის ავტორი: markozi Apr 23 2013, 03:17

ციტატა(არაგველი @ Apr 23 2013, 00:14) *
საინტერესო პიროვნება ხარ მარკოზ. smile.gif

მადლობა.

პოსტის ავტორი: არაგველი Apr 23 2013, 06:53

მხოლოდ შენ ხარ აქ და მხოლოდ შენთვის წერ ამ პოსტებს მგონი. smile.gif საკუთარი თავის გამხნევების ვარიანტია. smile.gif რამდენი წლის ხარ, თუ საიდუმლო არაა? smile.gif

პოსტის ავტორი: არაგველი Apr 23 2013, 20:36

ახლა გადავიკითხე ჩემი პოსტი და თითქოს დაცინვასავით ჟღერს. არც მიფიქრია შენი დაცინვა. მეც ვცდილობ რაღაც გავაკეთო სავალუტო ბირჟაზე და უბრალოდ შენმა პოსტებმა დამაინტერესა.

პოსტის ავტორი: markozi Apr 24 2013, 00:25

ციტატა(არაგველი @ Apr 23 2013, 07:53) *
მხოლოდ შენ ხარ აქ და მხოლოდ შენთვის წერ ამ პოსტებს მგონი. smile.gif საკუთარი თავის გამხნევების ვარიანტია. smile.gif რამდენი წლის ხარ, თუ საიდუმლო არაა? smile.gif

საზოგადოდ მასე მოჩანს. ჩემ თავს ვამხნევებ მართალია, ჩემია ბურთიც და მოედანიც smile.gif თუმცაღა ერთი ადამიანი დაინტერესდა. 42 წლის ვარ

პოსტის ავტორი: markozi Apr 24 2013, 01:04

ციტატა(არაგველი @ Apr 23 2013, 21:36) *
ახლა გადავიკითხე ჩემი პოსტი და თითქოს დაცინვასავით ჟღერს. არც მიფიქრია შენი დაცინვა. მეც ვცდილობ რაღაც გავაკეთო სავალუტო ბირჟაზე და უბრალოდ შენმა პოსტებმა დამაინტერესა.

არც მიფიქრია, უბრალოდ გვიან მომიწია დაჯდომა სამუშაო მაგიდასთან და დამიგვიანდა მოწერა. თან სიმართლეს როდესაც აღნიშნავ თითქოს და მარტო ჩემ თავს ვესაუბრები smile.gif სინამდვილეა.
თქვენ მეორე ადამიანი ხართ, რომელიც დაინტერედით და მიხარია, თუ რატომ, არ დავკონკრეტდები, ვრცელი თემაა. . . . .
იმედია ჩემი პოსტები გაქვს წაკითხული და ზოგადად გაიგებდი, რომ სავალუტო ბირჟაზე მუშაობა უბრალოდ ქართულად, შემოსავლიანი საქმეა ანუ "ბიზნესია" და ცოდნას მითხოვს "ბიზნესის" წარმოების.
ზემოთ დაწერილი "პოსტები" ჩემი მუშაობის ძირითად ნაწილს შეადგენს, მაგრამ თვითონ "მარცვალი" არ მაქვს შეგნებულად აღწერილი. უბრალოდ ისიც საკმარისზე მეტი ინფორმაცია დავდე იმათთვის,
ვისთვისაც მიცემული არის ბირჟაზე მუშაობის ასე ვთქვათ "ნდომება" და განვრცობას თავის თავად ჰპოვებს. შეიძლება ჩახლართულად გამომივიდა და დედა აზრს უბრალოდ განვავრცობ.
"მარცვალი" არ დავდე იმიტომ, რომ თვით გადარჩევა მოხდეს.


პოსტის ავტორი: არაგველი Apr 26 2013, 21:24

თავისთავად, ჯერ ერთი ყველას თავისი აზრი და სტრატეგია აქვს ცხოვრებაში... სიამოვნებით გაგიცნობდი უფრო ახლოს...

პოსტის ავტორი: markozi Apr 29 2013, 00:00

ციტატა(არაგველი @ Apr 26 2013, 22:24) *
... სიამოვნებით გაგიცნობდი უფრო ახლოს...

დიდი მადლობა. ვფიქრობ ჩვენი საქმიანობა დაგვაახლოვებს და შესაძლელობა მოგვეცემა ერთმანეთის ახლოს გაცნობის.

პოსტის ავტორი: არაგველი Apr 29 2013, 20:03

რა მინდა, რომ გკითხო... რამეს საქმიანობ? თუ მხოლოდ ფორექსზე მუშაობ?

პოსტის ავტორი: markozi Apr 30 2013, 02:36

ციტატა(არაგველი @ Apr 29 2013, 21:03) *
რა მინდა, რომ გკითხო... რამეს საქმიანობ? თუ მხოლოდ ფორექსზე მუშაობ?


მარტო ფორექსზე ვმუშაობ.

პოსტის ავტორი: არაგველი Apr 30 2013, 05:58

შენ კარგი გამოცდილება გაქვს ფორქსზე მუშაობის და სიამოვნებით მოგისმენდი, მინდა, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა იყოს სავალუტო ფონდი. ფეისბუქი ან სკაიპი თუ გაქვს, პირადში მომწერე და უკეთესად შევძლებთ ურთიერთობას. (თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაქვს და არ შეგაწუხებ. smile.gif )

პოსტის ავტორი: არაგველი May 7 2013, 05:12

მგონი აღარ შემოდიხარ...

პოსტის ავტორი: markozi Jun 5 2013, 03:21

ციტატა(არაგველი @ Apr 30 2013, 05:58) *
შენ კარგი გამოცდილება გაქვს ფორქსზე მუშაობის და სიამოვნებით მოგისმენდი, მინდა, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა იყოს სავალუტო ფონდი.


ღამე მშვიდობისა.
ვერ შემოვდიოდი ფორუმზე, დღესასწაულები და ასე შემდეგ .....
თან პირადი სამუშაოთი ვიყავი დაკავებული და ვცდილობდი თვის მუშაობის დიდი პროცენტი გამომემუშავებინა.
აღვადგინე ჩვეული რითმი და მოვიცალე.
შეგიძლია აქ მომწერო და გაგცემ პასუხებს.
თუ პირადია და არ გინდა ფორუმზე გაახმოვანო პირადში მომწერე და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ გამოცდლებას,
თუმცაღა ვთვლი, რომ განსაკუთრებული არ გამაჩნია არაფერი.

პოსტის ავტორი: markozi Jul 1 2013, 04:21

შუაღამე მშვიდობისა ბატონებო.
ოცნება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის სულის თვისება,
სხვა გვარად შეიძლება ვუწოდოთ ფანტაზიის უნარი, ან კიდევ გავაიგივეოდ
და ვთქვათ, რომ ეს არის გონების წარმოდგენის შესაძლებლობა.
სულის ეს თვისება ადამიანს ძალზედ ამშვენებს და შესაძლებლობას აძლევს
გონებაში დაინახოს გაალამაზოს და შემდეგ რეალობად აქციოს.

ჩვენ საქმიანობაში სულის ეს თვისება თუ არ აკონტროლე და წარმოდგენა,
რეალობისაგან არ განარჩიე შედეგების მიხედვით, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს
და ფაფუუუუუუუუუ!

მუშაობის დროს, როდესაც შედეგებს აჯამებ და გადახედავ საქმიანობის ისტორიას, იქვე
ქვეცნობიერად მოიპარება წარმოდგენის ნიჭი და გონებას აძლევს სურათს თუ რა შედეგი იქნებოდა
იმ შემთხვევაში, როდესაც კაპიტალის მართვაზე გათვლილი მოცულობის მაგივრად გაზრდილი მოცულობის ორდერით
შესულიყავი ბაზარში. აქ თუ დროზე არ გამოფხიზლდი და არ გაიხსენე მუშაობის ძირითადი პრინციპები
კერძოთ კაპიტალის მართვის პრინციპი, ის რომ ორდერის მოცულობა იცვლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დეპოზიტი შესაბამის მოცულობას აღწევს.
გაგვაქანებს ჩამოცლისაკენ blink.gif blink.gif blink.gif

პრაქტიკულად ასე ისახება: დაუშვათ გვაქვს დეპოზიტზე 5000 და ამ თანხიდან 0.08 მოცულობით შევდივართ ბაზარზე აქ მართვის სხვადასხვა ფორმის არჩევა შეიძლება "ფიქსირებული" ან "პროპორციული"
1) მომუშავე ორდერის მოცულობას ვამატებთ მხოლოდ მაშინ როდესაც მოხდება დეპოზიტის 100% ზრდა და ამ შემთხვევაში ვზრდით "მუშა" ორდერის მოცულობას და
შესაბამისად იგი იქნება 0.16 ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში არ ვცვლით მოცულობას.
2) სიტუაცია იგივეა მაგრამ მუშა ორდერის მოცულობას პროორციოლად ვზრდით. დაუშვათ გამოვიმუშავეთ საწყისი კაპიტალიდან 2000 და საერთო ჯამში გვაქვს 7000
ამ შემთხვევაში "მუშა" ორდერის მოცულობა იქნება 0.11
კაპიტალის მართვა დაფუძნებულია რისკების გათვლაზე და არ უნდა დაუშვათ აცერთ შემთხვევაში ამ წესის უგულებელყოფა!!!!!

პოსტის ავტორი: Forex king May 14 2017, 13:56

გამარჯობა მეგობრებო! დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ , რაც დრო გადის მით უფრო აქტუალური ხდება forex საქართველოში და ამ თემაში რაც კარგია. მოკლედ მინდა ერთერთი საბროკერო კომპანიის ლინკი დავდო სადაც ვვაჯრობ დღემდე და ჩემი გამოცდილებით დანამდვილებით გეტყვით რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. რაც შეეხება პირობებს : მინიმალური თანხით შეგიძლია ვაჭრობა, ჩარიცხული თანხის 50% გიმატებს დეპოზიტზე, დაბალი სპრედი , თანხის განაღდება უპრობლემოდ და სწრაფად, და ბოლოს ყველაზე მთავარი სანდოობა!. აქვე დავდებ ლინკს https://www.exness.com/a/ttp7gtp7 ვისაც სურვილი გექნებათ დარეგისტრირდით და თავად შეაფასეთ. წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ ყველას!. თანხა გამოგაქვთ უსწრაფესად არ ითხოვს ნოტარიუსის და ქვითრების დამოწმებას.
* * *
დარეგისტრირდით აქ. https://www.exness.com/a/ttp7gtp7

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)