თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

my forex _ მთავარი _ მოგესალმებით

პოსტის ავტორი: Profi_T Jul 29 2009, 17:40

მოგესალმებით,
მოხარული ვარ რომ ინტერნეტ სივრცეს ფორექსის თემასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი საიტი შეემატა.
ყველას წარმატებას გისურვებთ smile.gif

პოსტის ავტორი: myforexge Jul 30 2009, 23:50

ციტატა(Profi_T @ Jul 29 2009, 06:40 PM) *
მოგესალმებით,
მოხარული ვარ რომ ინტერნეტ სივრცეს ფორექსის თემასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი საიტი შეემატა.
ყველას წარმატებას გისურვებთ smile.gif

იცოცხლეთ!

პოსტის ავტორი: staker Aug 1 2009, 14:20

ვა, მაგარია. ბლოგი განსაკუთრებით მომეწონა, კაი გაკეთებულია smile.gif

პოსტის ავტორი: Gigoli Aug 24 2009, 22:56

ტრეიდერებო ყველა ქვეყნისა გაერთიანდით! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ustala Aug 25 2009, 10:40

მაგარი საიტია! ტრეიდერობა მინდა დავიცხო და მაგრად სჰევისცავლო ეგ პროფესია

პოსტის ავტორი: Gigoli Aug 25 2009, 13:46

ციტატა(ustala @ Aug 25 2009, 10:40) *
მაგარი საიტია! ტრეიდერობა მინდა დავიცხო და მაგრად სჰევისცავლო ეგ პროფესია

ვის არ უნდა შენ ის თქვი.

პოსტის ავტორი: nanka Aug 30 2009, 22:45

ზოგიერთებს შუამავლობა სამარცხვინო პროფესია გონიათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ალექსანდრე დიუმას შენიშვნა, როცა მე-18-ე საუკუნეში მან დაათვალიერა თბილისის ქარვასლა(სავაჭრო ცენტრი): "შუამავალთა ინსტიტუტის არარსებობის გამო თბილისს ბევრი ფული დაუკარგავს".


პოსტის ავტორი: Gigoli Aug 31 2009, 09:34

ციტატა(nanka @ Aug 30 2009, 22:45) *
ზოგიერთებს შუამავლობა სამარცხვინო პროფესია გონიათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ალექსანდრე დიუმას შენიშვნა, როცა მე-18-ე საუკუნეში მან დაათვალიერა თბილისის ქარვასლა(სავაჭრო ცენტრი): "შუამავალთა ინსტიტუტის არარსებობის გამო თბილისს ბევრი ფული დაუკარგავს".

კი მაგრამ შუამავალი რა შუაშია?

პოსტის ავტორი: markozi Jan 12 2011, 14:38

გამარჯობათ! ძალიან გამიხარდა როცა ვნახე, რომ საქართველოში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ცდილობენ იმუშაონ ბირჟაზე. მე გამოცდილება დიდი არ მაქვს, მაგრამ ცოტაოდენი სტატიები მაქვს გადაფურცლილი. საინტერესო ვებ გვერდი არის და მადლობა პროექტის ავტორს.
ჩვენი ქვეყნის გარეთ მრავალი ადამიანი ვითარდება ამ სფეროში და მიღწევებიც აქვთ შეასაბამისი. იმისათვის, რომ უბრალოდ ჩაერთო ფერხულში საჭიროა კომპიუტერი, ინტერნეტი და რაც მთავარია ცოდნა. ძალიან რისკიანი საქმეა მაგრამ ამასთანავე სარფიანი. განსაკუთრებით ჩვენ შემთხვევაში, სადაც ადამიანები სამშობლოდან გარბიან უმუშევრობის გამო (მიზეზების გამოკვლევა ჩვენი მიზანი არ არის და ამიტომ არ შევჩერდები ამ საკითხზე)
სწორედ რომ აქ შეიძლება მშველელად გამოგვიჩნდეს ბირჟაზე სამუშაო ადგილის გამოჩენა. ბირჟაზე მუშაობა ეს არის სრული თავისუფლება, სადაც არავინ არ გყავს ზედამხედველი და არ გავალდებულებს განსაზღვრულ დროში იმუშაო. გაუმარჯოს თავისუფლებას!!!! ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია აკონტროლო შენი ანგარიშები და რაღათქმა უნდა შესაძლებლობა გეძლევა (იმ შემთხვევაში თუ ალღო აუღე სამუშაოს) დატკბე და მოინახულო ქვეყნის ისტორიული თუ რელიგიური განძეულობანი. მოკლედ კარგია, მაგრამ რთული!!!

პოსტის ავტორი: markozi Jan 12 2011, 22:37

ყველა ბირჟაზე მომუშავე ტრეიდერი, ბირჟაზე ახდენს დაკვირვებას და ცდილობს გააკეთოს დასკვნები ტრენდის არსებობისა და მიმართულების განსასაზღვრავად. ბირჟა ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერი პროდუქტი მოთხოვნადია და არასოდეს ამბობენ მის შესყიდვაზე თუ გაყიდვაზე უარს. მოკლედ შიში იმისა, რომ "ვიყიდე და ვაი რა მეშველება" არ არსებობს. არსებობს ანალიზის ორი შესაძლებლობა ტექნიკური და ფუნდამენტალური, რომელთა მეშვეობით ტრეიდერს აქვს პროგნოზირების შესალებლობა სხვადასხვა ვალუტის კურსის ცვალებადობისა.

პოსტის ავტორი: markozi Jan 13 2011, 20:48

ტექნიკური ანალიზი ეს არის ბაზრის დინამიკის კვლევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება გრაფიკული გამოსახულების შესწავლით, (თუ რატო გრაფიკული ცოტა ქვევით მოგახსენებთ) ბაზრის ფასის მიმართულების პროგნოზირების მიზნით. ტერმინი "ბაზრის დინამიკა" მოიცავს სამ ძირითად ინფორმაციის წყაროს, რომელიც ტექნიკური ანალიზის განკარგულებაში არსებობს, ესენია: ფასი, მოცულობა, ღია ინტერესი (უკანასკნელი, გამოიყენება ფიუჩერსულ ვაჭრობაში) კურსი (ფასი) ითვალისწინებს ყველაფერს. ნებისმიერი ფაქტორი რომელიც მოქმედებს ფასზე (ეკონომიური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური) უკვე გათვალისწინებული არის ბაზრის მიერ და მოაზრებული (ჩართული) გამოსახული არის ფასში. ამიტომ რაც აუცილებელი არის პროგნოზირებისათვის, ეს არის შევისწავლოთ კურსის ცვალებადობის გრაფიკი.
ფასის მოძრაობა დამორჩილებული არის ტენდენციაზე. ტენდენცია, ეს არის ფასის მოძრაობის მიმართულება. ფასის დინამიკის გრაფიკის შედგენის ძირითად მიზანს წარმოადგენს გამოვავლინოთ ფასის მოძრაობის მიმართულება ადრეულ განვითარების დროში და ვივაჭროთ შესაბამისი მიმართულებით.
გადმოვთარგმნე http://vedikhin.ru/2006/01/ta_principals.html

პოსტის ავტორი: markozi Jan 14 2011, 04:25

ეჰ. ნეტა სად მიმოიფანტა ხალხი და რატო არავინ შემოდის. ნამდვილად "გადააგდო" ბირჟამ ხალხი და გადაწყვიტეს თავი დაენებებინათ. მე არ დავანებებ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დეპოზიტი ჩამოვცალე! და რაც დრო გადის მით უფრო მსიამოვნებს ტრეიდერებთან ურთიერთობა.
მოკლედ: იმისათვის, რომ "საბრძოლო წრთობა მიიღო" ამისათვის რისკები უნდა შემცირდეს. ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა გამოცდილი ტრეიდერი რჩევას იძლევა რომ ჯობია ნაღდ ანგარიშზე იმუშაო სადაც რისკის ფაქტორი მინიმუმამდე არის დაყვანილი მეათასედების მეშვეობით, ანუ არსებობს ე. წ. ცენტური ანგარიში სადაც 50$=5000 ცენტს და ვაჭრობა მიდის ცენტებზე, ანუ ნერვიულობის ნიადაგზე გაურკვეველ ქმედებებს არ ჩადის ტრეიდერი. მქონია შემთხვევა დემონსტრირებულ ანუ დემო ანგარიშზე წარმატებულად გამომდიოდა ხელშეკრულებები და ნაღდზე წარუმატებლობის შემთხვევაში ბრინჯივით ვიბნეოდი. ახლა გადავედი რობოტების გამოყენებაზე. რობოტი ეს არის ავტომატური სავაჭრო სტრტეგია. არსებობს უამრავი სტრატეგიები და შეიძლება ითქვას რამდენი ადამიანი არსებობს იმდენი ხედვა ანუ სტარატეგიაა, ხოლო რობოტი ამ არსებული სტრატეგიების ავტომატური ფორმა. დიდი უპირატესობა გააჩნია ავტომატურ მუშაობას, რადგან იგი სტრატეგიის ალგორითმს ცივსისხლიანად მიყვება და თუ რობოტი ხარისხიანად და მომგებიანი სტრრატეგიის მიხედვით არის დაწერილი მოგება გარანტირებული გაქვს ოღონდ არა 100% რადგან ყველა სტრატეგიას თავისი ცდომილება გააჩნია. განაღა თვეში 60% ცოტაა?

პოსტის ავტორი: markozi Jan 14 2011, 21:35

ვაგრძელებ wink.gif საუბარი ხარისხიან რობოტზე ნიშნავს:
1)უნდა იყოს მომგებიან სტრატეგიაზე დაწერილი.
2) უნდა შეეძლოს თავისი და ტრეიდერის მიერ გაკეთებული ორდერების განსხვავება და აქედან გამომდინარე არ უნდა ეხებოდეს სხვა ორდერებს.
3)უნდა შეეძლოს ნებისმიერ ბროკერთან მუშაობა.
4)ისეთი ალგორითმით უნდა იყოს დაწერილი, რომ ბროკერს თავს არ უნდა აბეზრებდეს განუწყვეტელი მოთხოვნებით. წინაარმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ბროკერი დაბლოკავს მის მუშაობას.
5)შესაძლებელი უნდა იყოს ოპტიმიზირება.
დამწყებთათვის ინფორმაცია ავტომატურ რობოტებზე მწირია ინტერნეტ სივრცეში და თუკი მოიპოვება უფასო არ არის. სადაც უფასოდ გადმოცემენ თუ როგორ უნდა მოემსახურო რობოტებს მათი ოპტიმალური მუშაობისთვის ვგონებ, რომ არ იქნება სიმართლის ქვეშ მყოფი ინფორმაცია, "უფასო ყველი ხომ ხაფანგშია მოთავსებული" laugh.gif

პოსტის ავტორი: markozi Jan 15 2011, 05:51

ისტორია მეორდება. აქსიომა ეყრდნობა ადამიანის ფსიქიკის არაცვალებად (უცვლელ) საფუძველს. აქედან გამომდინარე თუ ანალიზი (დასკვნები) კეთდბოდა წარსულში ეს დასკვნები აწმყოშიც იგივე საფუძველზე ხორციელდება.
მოკლედ ბაზარი პროგნოზირებადია.

პოსტის ავტორი: markozi Jan 18 2011, 00:15

რობოტების ოპტიმალუტი მუშაობისთვის აუცილებელია შევუქმნათ მუშაობის გარემო. სამუშაო გარემო მოიაზრებს:1) უწყვეტ ულიმიტო ინტერნეტს 2) ელექტო ენერგიის მუდმივ წყაროს 3) ოპტიმიზირებული პარამეტრით უზრუნველყოფას
უწყვეტი ინტერნეტი არის საჭირო იმისათვის, რომ ტერმინალის მონაცემთა ბაზაში არსებობდეს წუთობრივი მონაცემები რომლისგანაც შედგება ყველა სხვა დროის პერიოდები, გარდა ამისა რობოტს თუ არ მიეწოდა რეალური წუთობრივი მონაცემები ამ შემთხვევაში აირ-დაირევა და მცდარ ორდერებს გახსნის. თუ ბაზაში არ იქნება ეს მონაცემები ან დაზიანებული იქნება რომელსაც ეწოდება ხვრელი (ანუ შეიძლება არ არსებობდეს ერთი კვირის მონაცემები ან ორითვის მონაცემები) ამ შემთხვევაში ოპტიმიზირება მოცემული რობოტის ვერ იქნება მართებული და იმუშავებს ცდომილ მომართულ პარამეტრებზე რომელიც აისახება დეპოზიტზე და საბოლოდ ჩამოცლის. ხვრელების ამოქოლვა ხდება სხვადასხვა ხერხით და ეს უკვე შეიძლება შემგომში განვიხილოთ.)
იმისათვის რომ არსებული პრობლემა მოიხსნას ვგულისხმობ უწყვეტ ინტერნეტს აუცილებელია შევიძინოთ გამოყოფილი სერვერი, რომელშიც ჩავტვირთავთ შესაბამის ოპერატიულ სისტემას და მოვათავსებთ ჩვენს სავაჭრო პლატფორმას. რითაც ავტომატურად გადავჭრით მეორე საკითხს მუდმივი ენერგიის არსებობას. თან ამ შემთხვევაში ჩვენი პერსონალური კომპიუტერი სრულიადაც არ დაიტვიღთება.

პოსტის ავტორი: markozi Jan 23 2011, 03:04

პროფესიონალური ოპტიმიზირების პროცესი. თვითონ ოპტიმიზირება უნდა მოვახდინოთ შემდეგ ნაირად: პერიოდი წარსულის უნდა დავყოთ ორ ნაწილად და შესაბამისი სახელები ვუწოდოთ რომ ადვილად გავერკვიოთ. პირველი პერიოდი: დღევანდელ დღეს გამოვაკლოთ 6 თვე და ამპერიოდს დავარქვათ ფორვარდ ტესტური პერიოდი. მეორე პერიოდი: დღევანდელ დღეს გამოვაკლოთ 6 თვე და გამოვაკლოთ 2 წელი ანუ ეს ორი წელი იქნება ტესტ პერიოდი. დასკვნა: გვაქვს ორი პერიოდი 1) ფორვარდ პერიოდი ( რომელიც უნდა მოვძებნოთ შემდეგ ნაირად ტესტერში, დღევანდელ დღეს ვწერთ მარჯვენა ფანჯარაში ხოლო მარცხენში ვწერთ დღევანდელ დღეს გამოკლებული 6 თვე და ეს პერიოდი იქნება ჩევენთვის ფორვარდ ტესტური პერიოდი) 2) ტესტური პერიოდი (რომელსაც ვძებნით ტესტერში შემდეგ ნაირად დღევნდელ დღეს გამოვაკლოთ 6 თვე და გამოვაკლოთ 2 წელი) ოპტიმიზირების დროს ვიღებთ ტესტურ პერიოდს და ვრთავთ ოპტიმიზირებას, ტესტერის მარჯვენა ფანჯარაში ვწერთ თარიღს დღევანდელ დღეს გამოკლებული 6 თვე, ხოლო მარცხენა ფანჯარაში ვწერთ დღევანდელ დღეს გამოკლებული 6 თვე და გამოკლებული 2 წელი. ოპტიმიზირების დასრულების შემდეგ ვირჩევთ პარამეტრს რომელიც მოგვიტანს პროფიტს ორივე პერიოდზე. ( ტესტერს ტერმინალში გააჩნია ორი ფუნქცია ოპტიმიზირების და ტესტირების ანუ როცა ოპტიმიზირებას დავასრულებთ შემდეგში უნდა გაუშვათ პარამეტრები ტესტის წესით ზემოთ აღნიშნულ პერიოდებზე და პარამეტრი რომელიც გამოავლენს თავს კარგი მოგებით ორივე პერიოდზე შეიძლება ჩავტვირთოთ ექსპერტში და გაუშვად სამუშაოდ) ინფორმაცია ფასიანია და არ გეგონოთ რომ სადმე ინტერნეტიდან გადმოვთარგმნე იმედია ადმინისტრატორი არ დაბლოკავს ამ პოსტს თუმცა რა არი დასბლოკი ხალხი მაინც არ შემოდის და ფორუმი მკვდარია. ინფორმაცია ზემოდ აღწერილზე http://trading-sys.com/auto/ დანარჩენს თუ დაგაინტერესებთ თქვენთვითონაც გაერკვევით.

პოსტის ავტორი: markozi Jan 24 2011, 03:00

მოკლედ ჩემია ბურთიც და მოედანიც biggrin.gif იმისათვის რომ გითხრათ რა შედეგები აქვს ვლადიმერ გილკას ერთ-ერთ რობოტს შეგიძლიათ მოინახულოთ https://www.myfxbook.com/portfolio/markozi/68273 ოღონდ არ გეგონოთ, რო მაგდენი ფული მაქვს wink.gif ეს ყველაფერი ცენტური ანგარიშია და შეგიძლიათ დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ თუ ცოდნა რობოტების შესახებ რას შვრება მოკლედ ნახეთ და დარწმუნდებით

პოსტის ავტორი: markozi Jan 28 2011, 14:25

მოვძებნე შესანიშნავი გვერდი სადაც თანამედროვე სტილით არის დაწერილი ექსპერტები ვინც ერკვევა მათ მორჯულებაზე ვფიქრობ მოეწონება.
http://saserbot.narod.ru/sovetnik1.html

პოსტის ავტორი: myforexge Mar 20 2011, 00:43

დიდი მადფლობა მეგობარო,
რამდენი პოსტი დაგიწერია, სამწუხაროდ, მიჩვეული იმ ამბავს რომ საქართველოში კითხვის და სჯაბაასის მოყვარული ტრეიდერები ცოტაა,
და საიტზეც იშვიათად შემოდიან, მეც გავერთე და ვერ მივაქციე ყურადღება საიტს.

რაც შეეხება ბოლოს მითითებულ ბმულს, არაფერი სასარგებლო არ დევს მანდ. ძირითადად იკრიბება იმ ხალხის ფაილები, რომლებიც depositfiles-ზე ტვირთავს რაღაცეებს, მერე ხალხს მოტყუებით იმ ფაილებს აწერინებს და მაგაში ცენტები ერიცხება თავიანთ ანგარიშზე.

პოსტის ავტორი: markozi Mar 26 2011, 13:56

ციტატა(myforexge @ Mar 20 2011, 00:43) *
დიდი მადფლობა მეგობარო,
რამდენი პოსტი დაგიწერია, სამწუხაროდ, მიჩვეული იმ ამბავს რომ საქართველოში კითხვის და სჯაბაასის მოყვარული ტრეიდერები ცოტაა,
და საიტზეც იშვიათად შემოდიან, მეც გავერთე და ვერ მივაქციე ყურადღება საიტს.

რაც შეეხება ბოლოს მითითებულ ბმულს, არაფერი სასარგებლო არ დევს მანდ. ძირითადად იკრიბება იმ ხალხის ფაილები, რომლებიც depositfiles-ზე ტვირთავს რაღაცეებს, მერე ხალხს მოტყუებით იმ ფაილებს აწერინებს და მაგაში ცენტები ერიცხება თავიანთ ანგარიშზე.


მადლობა შეფასებისთვის.

პოსტის ავტორი: markozi Mar 26 2011, 14:02

ჩემთან სიახლეა მეორე რობოტიც დავაყენე და პლიუსში წავიდა, სიმართლე გითხრათ დიდი ხანია რაც დავაყენე დაახლოებით 3 თვე იქნება, მაგრამ სანამ მოგებაზე არ წავიდა შემრცხვა ამ ანგარიშის პუბლიკაცია, მოკლედ ესეც ცენტურია და http://www.myfxbook.com/ru/members/Qamania/ellada/74362 ესეც გილკას რობოტია და სახელად Forex Magic Range ქვია მოკლედ ტესტირებას გადის რეალურ ანგარიშზე

პოსტის ავტორი: markozi Mar 31 2011, 04:35

ყველას ბედნიერ და მშვიდ ღაამეს უსურვებ. ჩემი პოსტის მიზეზი არის "თუ, როგორ შეიძლება მივიღოთ სტრატეგიის ტესტერში, მოდელირების ხარისხის 90% მაგივრად 99%" http://pavlus777.livejournal.com/?skip=20#asset-pavlus777-3557 ვინც ავტომატური რობოტების გამოყენებაზე არის გადასული მათთვის ვფიქრობ სასიამოვნო ინფორმაციაა.

პოსტის ავტორი: myforexge Apr 1 2011, 23:43

http://myforex.ge ბლოგს საერთოდ არ კითხულობთ?
ძირითადი ნაწილი იმისა რასაც თქვენ აქ წერთ, წერია ამ საიტზე, თანაც ქართულად.

დამატებით შემიძლია დავწერო, რომ ძალიან საეჭვო რესურსებზე გამავალ ბმულებს ანთავსებთ.

პოსტის ავტორი: markozi Apr 4 2011, 19:25

გამარჯობათ მე კამათს არ ვაპირებ თქვენ კომენტარზე და სრულიად არ ვცდილობ ჩემი პოსტის მართებული სტატუსი დავამტკიცო სიმართლეს ფაქტები ამტკიცებენ. რადგან თქვენ საეჭვოდ მიგაჩნიათ ზემოთ მოყვანილი ბმული მაშინ მეორე ინგლისურ ენოვან ბმულს დავდებ და http://eareview.net/tick-data
P. s. რაც შეეხება ბლოგს, თქვენ ზუსტად შენიშნეთ არ მქონდა წაკითხული თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ტერმინალში წყვილის ისტორიული მონაცემების 90%-იან სიზუსტეს. გადავავლე თვალი და 9% ცვლის ტესტირებისა და შედეგების სურათს.

პოსტის ავტორი: myforexge Apr 6 2011, 14:01

ციტატა(myforexge @ Apr 2 2011, 00:43) *
http://myforex.ge ბლოგს საერთოდ არ კითხულობთ?
ძირითადი ნაწილი იმისა რასაც თქვენ აქ წერთ, წერია ამ საიტზე, თანაც ქართულად.

დამატებით შემიძლია დავწერო, რომ ძალიან საეჭვო რესურსებზე გამავალ ბმულებს ანთავსებთ.


ეს იმიტომ კიარ დავწერე რომ რაღაცაზე ვკამათობ, იმის თქმა მინდა რომ რესურსებზე, რომლებზეც წინა პოსტებში მიუთითებდით (ბოლოს განთავსებულ ბმულზე არ ვამბობ), ძირითადად თავსდება "მყვირალა" სათაურებიანი ინფორმაცია და ემსახურება მხოლოდ ავტორის ინტერესებს. კერძოდ ავტორის საიტების "სეო" დაწინაურებას, ბექლინკების გამომუშავებას, აფლოადებიდან ფულის კეთებას და ა.შ.
ვინც ამაში გარკვეული არ არის და შედის მაგ საიტებზე შეიძლება სასარგებლო ინფორმაციაც დადოს მაგრამ ზღვაში წვეთი.
მარამ, ასევე, ვინც ამ "ხრიკებში" გარკვეული არ არის მაგ საიტებზე შიძლება კისერი მოიტეხოს, რადგან ჩათვლის რომ საიტი "დუღს" სასარგებლო ინფორმაციით.

პოსტის ავტორი: markozi Apr 6 2011, 14:17

ციტატა(myforexge @ Apr 6 2011, 15:01) *
ეს იმიტომ კიარ დავწერე რომ რაღაცაზე ვკამათობ, იმის თქმა მინდა რომ რესურსებზე, რომლებზეც წინა პოსტებში მიუთითებდით (ბოლოს განთავსებულ ბმულზე არ ვამბობ), ძირითადად თავსდება "მყვირალა" სათაურებიანი ინფორმაცია და ემსახურება მხოლოდ ავტორის ინტერესებს. კერძოდ ავტორის საიტების "სეო" დაწინაურებას, ბექლინკების გამომუშავებას, აფლოადებიდან ფულის კეთებას და ა.შ.
ვინც ამაში გარკვეული არ არის და შედის მაგ საიტებზე შეიძლება სასარგებლო ინფორმაციაც დადოს მაგრამ ზღვაში წვეთი.
მარამ, ასევე, ვინც ამ "ხრიკებში" გარკვეული არ არის მაგ საიტებზე შიძლება კისერი მოიტეხოს, რადგან ჩათვლის რომ საიტი "დუღს" სასარგებლო ინფორმაციით.


მადლობა, მივხვდი. რაც შეეხება მოდელირების 99% 1 კვირა ვჩალიჩობდი რო გამეგო სად და როგორ უნდა შემექმნა მონაცემთა ბაზა. ძალიან დიდი ხანი უნდება ინფოს ჩამოტვირთვას. მოკლედ ჯერ ვერ გავიგე ფაილის გაფართოება JNLP როგორ უნდა ჩამომეტვირთა ბრაუზერი უარს ამბობდა ბოლოს დიდი შრომის შემდეგ ამოვისუნთქე.

პოსტის ავტორი: markozi Feb 27 2013, 22:56

საღამო მშვიდობისა. დიდი ხანი გავიდა რაც არ შემოვსულვარ და გადავწყვიტე თუ კი რამე სასიკეთოს შევმატებდი ჩემს თანამემამულეებს დამეწერადა მეჩვენებინა მუშაობის შედეგები.
მოკლედ სტრატეგია რომლითაც ვმუშაობ ერთმა კეთილმა ადამიანმა მასწავლა. თუ ვინმეს დააინტერესებს მივაწვდი მის რეკვიზიტებს. ვდებ მისამართს სადაც შეიძლება დააკვირდეთ ჩემს მუშაობის სტილს და შედეგებს. http://www.myfxbook.com/ru/members/Qamania/suntqva/495136

პოსტის ავტორი: markozi Mar 12 2013, 11:32

ეჰ, არც არავინ შემოდის, არც არავის სჭირდება, არც არავის აინტერესებს, მოკლედ შეგრძნება მებადება ყველა მილიონერი გახდა და წავიდნენ საკუთარ კუნძულებზე დასასვენებლად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: markozi Apr 4 2013, 07:59

ციტატა(myforexge @ Mar 20 2011, 01:43) *
დიდი მადფლობა მეგობარო,
რამდენი პოსტი დაგიწერია, სამწუხაროდ, მიჩვეული იმ ამბავს რომ საქართველოში კითხვის და სჯაბაასის მოყვარული ტრეიდერები ცოტაა,
და საიტზეც იშვიათად შემოდიან


დილა მშვიდობისა.
მოკლედ დასკვნა ასეთია. არ შემოდიან და არ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. უკვე საინტერესო თემა წამოიჭრა თუ რა იმალება ამ საქციელის უკან.
პატარაა საქართველო და ადამინის მოძებნა ადვილი შესალებელია, ყველა მალავს თავის ბარაქას რადგან ეშინიათ, რომ ვინმემ არ წაართვას და აუტკივარ თავს არ იტკივებენ.
ქართველი კაცი ფორექსზე ვერ გაქაჩავს, ჩვენთან უნდათ ბევრი და სწრაფად. თან ცოდნის გარეშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დაუშვათ, რომ ვიღაცას ასწავლი თუ როგორ და რა საშუალებით აგროვებ დოვლათს, შინაგანად დარწმუნებული ვარ
რომ ყურადღება დოვლათზე ექნება გამახვილებული და არა იმ ცოდნაზე რომელიც დოვლათს ქმნის.
ერთმანეთის კეთილდღეობაზე არ ზრუნავენ. არა და ფორექსი მაგარი შესაძლებლობაა გაიმაგრო ფინანსურად წელი.
ცოტახანში გავაღებ ჩემი მუშაობის შედეგებს საყოველთაო განსჯისათვის.
ანუ თუ რა შევიძინე 2-3 წლის მანძილზე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
ცოტახანში, როდესაც წარმოგიდგენთ ჩემს ნაშრომს ფორექსზე, მობილიზებას გავაკეთებ ძალების და ფორუმზე ერთ ტოტს გავაკეთებ სადაც უსასყიდლოთ გაუზიარებ ყველას გამოცდილებას თუ როგორ შეიძლება იშრომო ფორექსზე წარმატებულად.

პოსტის ავტორი: markozi Apr 4 2013, 08:55

 DetailedStatement_28.01.2013.rar ( 22.51 კილობაიტი ) : 97

ვდებ დაზიპულ ფაილს რომელიც არის დეტალური ანგარიში. მაგ ანგარიშზე მაკოპირებელი იყო მიმაგრებული და ნაღდიც იგივეა.

ბოდიშს ვიხდი რომ არ მიუნიშნე, ეს ჩემი ნამუშევარი არ არის სტეიტზე აწერია თუ ვისია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)