გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
დაპოსტვის თარიღი: Oct 8 2009, 15:19 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
წინა პოსტიდან ნახევარ საათში მესამემაც აიღო თავისი პროფიტი. სამივე წყვილმა ჯამში შეადგინა +75 პიპსი |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #209 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Oct 8 2009, 13:12 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
chkhikvadze წუხელ გვიან დავიწყე შემოწმება, ოთხი საათი იყო უკვე, და სხვა წყვილებს უკვე ჰქონდა ორივე ჩრდილი, ამიტო მხოლოდ ამ სამ წყვილზე მოვახერხე პოზიციების გახსნა EUR/GPB, GPB/CHF, GPB/JPY ამ მომენტისთვის EUR/GPB და GPB/JPY უკვე დახურულია ჯამურ პროფიტით 47 პიპსი GPB/CHF ჯერ არ დახურულა, მაგრამ აპირებს, საღამოს დავწერ შედეგს |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #208 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Oct 7 2009, 22:16 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
0.7341-ზე არ გავხსენი, 07363-ზე გავხსენი. ეტყობა სეტაფები არასწორად გაიგე: ა) თუ ფასი არ არის ასული ზემოთ გახსნის ფასს მიმატებული 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "შორთ" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს მინუს 25-30 პიპსი. და ა) თუ ფასი არ არის ჩამოსული ქვემოთ გახსნის ფასს მინუს 0.5*avg -ზე მეტად, ვხსნი "ლონგს" და პროფიტის აღებას ვაყენებ გახსნის ფასს პლუს 25-30 პიპსი. დღის ბარის გახსნის ფასზე კიარ უნდა გახსნა პოზიცია, ბარის გახსნის ფასიდან 0.5*avg-ს დაშორებით |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #205 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Oct 7 2009, 17:22 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
ეგეთი ორი წყვილი იყო "შორტი" NZD/USD-ზე და "ლონგი" GPB/JPY-ზე პირველმა მოიგო 42 პიპსი, მერემ მოიგო 31 პიპსი სამწუხაროდ მესამე წყვილმა წააგო 56 პიპსი მაგრამ ჯამში მაინც პლიუს 17 პიპსი გამოვიდა. |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #203 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Oct 7 2009, 12:46 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
მეც სამ წყვილზე გავხსენი, (ალბათ ერთიდაიგივე წყვილებზე ვლაპარაკობთ) ჩემთან ორი დაიხურა ერთი დარჩა, მაგრამ ჯამში პატარა პლიუში არის სამივე. დასახვეწი არის მაგრამ ფაქტი ის არის რომ იგებს და დახვეწის შემთხვევაში შეიძლება კარგი რამეც გამოვიდეს. |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #201 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Oct 4 2009, 17:33 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
საქმე იმაშია, რომ უფრო ნაკლები სტოპი არ ვარგა დღის განმავლობაში სანამ ფასი გახსნისკენ მობრუნდება, ხშირად გამოაგდებს პოზიციას. მართალია მოგებაზე მეტი სტოპლოსია მაგრამ, ფაქტი ის არის რომ უმრავლეს შემთხვევაში მოგება ფიქსირდება. გარდა ამისა, პროფიტი რომ 2:1-თან უნდა იყოს სტოპლოსთან ეს ზოგადი მოსაზრებაა,და ბევრი სტრატეგიაა სადაც "სტოპი" მეტია "თეიქ პროფიტზე", განსაკუთრებით "ინტრადეი" ვაჭრობის სტრატეგიებში. ეს სტრატეგიაც მართალია დეილი ჩარტს ვუყურებთ, მაგრამ, სინამდვილეში ინტრადეი ვაჭრობაა. პოზიცია საშუალოდ რამდენიმე საათია გახსნილი და არა რამდენიმე დღე, ასე რომ "სტოპი" რომ მეტია "თეიქ პროფიტზე", ძაან ტრაგედია არ არსის. პლიუს, როგორც დავწერე რამდენიმე ორდერიდან ურთიერთ შემხვედრი პოზიციები გამოდის გახსნილი (კორელაციურ წყვილებში) და ერთი წყვილი თუ სტოპისკენ მიდის მეორე წყვილი "თეიქ პროფიტისკენ" მიდის ამ დროს. ეს კიდევ აპატარავებს ე.წ. "პრასადკას" |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #194 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Oct 3 2009, 20:29 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
ერთი სტრატეგია მინდა გაგიზიაროთ. სტრატეგია მთლიანად მე მომივიდა თავში, და არც მანამდე და არც შემდეგ არსად არ შემხვედრია. დაახლოებით ერთი თვე ვამოწმებ. ჯერ მინუსიანი ან ნოლიანი დღე არ მქონია. ვამოწმებ დემოზე. რადგან ალბათ ნიუანსები დასახვეწია. თუ ვინმეს დააინტერესებს და გამოიყენებს შედეგები და მოსაზრებები მეც გამიზიარეთ, ისევე როგორც მე თქვენ. მეც წამადგება და თქვენც. არავითარი ინდიკატორები არავითარი წინააღმდეგობის ხაზები და არავითარი ტრენდის მიმართულებით ვაჭრობა. ყველაფერი დამყარებულია სრულიად მექანიკურ ვაჭრობაზე. ვმუშაობ მხოლოდ დღის ტაიმფრეიმებზე, და დარწმუნებული ვარ სხვა ტაიმფრეიმები წამგებიანი იქნება. მაშ ასე: ვიჯექი და მომივიდა ასეთი აზრი, იაპონური სანთლების ბარების აბსოლუტურ უმრავლესობას დეილი გრაფიკებზე აქვს ზემოთ და ქვემოთ ჩრდილები. ანუ, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში ფასი ერთი დღის პირობებში, ადის გახსნის ფასზე მაღლა და ჩამოდის გახსნის ფასზე დაბლა. გამომდინარე, თუ აღმოვაჩენ დღის ბარს რომელშიც ფასს გახსნის შემდეგ, გახსნიდან მხოლოდ ცალ მხარეს უმოძრავია უმრავლესობა სტატისტიკიდან გამომდინარე, ვუშვებ, რომ ფასი უნდა მობრუნდეს და გაიაროს გახსნის წერტილი. მაგალითად, ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის ზემოთ, და არცერთი პოინტი ქვედა ჩრდილი არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ქვედა ჩრდილს, და პიიქით, თუ ვიპოვე წყვილი, რომელშიც დღის გახსნის შემდეგ ფასი მიდის სულ ქვემოთ, და ზედა ჩრდილი საერთოდ არ აქვს, ვამბობ რომ 90% და მეტი ვარიანტით ფასი მობრუნდება და გაიკეთებს ზედა ჩრდილს. ასეთი ბარების აღმოჩენა ადვილი არ არის, მაგრამ, ბევრი დაკვირვების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ გახსნიდან 2-2.5-3 საათის შემდეგ ასეთი ბარები არსებობს ბევრ წყვილზე. და თუ არ გავღორდებით და დავყაბულდებით თითო ასეტი წყვილიდან დღეში 25-30 პიპსს, მაშინ შეიძლება მუშაობა. ვმუშაობ ასე.ღამის სამი საათის ფარგლებში ჩამოვუვლი ყველა წყვილს, რომლის სპრედიც ნაკლებია 10-ზე. რომელ წყვილშიც ვიპოვი ბარს გახსნიც ფასის მიმართ ჩრდილის გარეშე, ყოველგვარი დამატებითი ანალიზის გარეშე შევდივარ ვაჭრობაში, შემდეგი პრინციპით: avg = არის ბოლო ხუთი დღის ბარების სშუალო სიმაღლე. (ხუთი ბოლო ბარის სიმაღლეების ჯამი გაყოფილი ხუთზე) 1. თუ avg ნაკლებია 50 პიპსზე არცერთი ქვემოთა სეტაპით არ ვვაჭრობთ! 2. შორთი: თუ ბარს არ აქვს ქვედა ჩრდილი:
სტოპს ვაყენებ წინა დრის მაქსიმუმს პლუს 2-5 პიპსი; 3. ლონგი: თუ ბარს არ აქვს ზედა ჩრდილი:
სტოპს ვაყენებ წინა დრის მინიმუმს მინუს 2-5 პიპსი; 4. ლოტის ზომა თითოეული ორდერისთვის 0.5% (ცოტა არ მოგეჩვენოთ, რადგან ჯამში რამდენიმე ორდერის ერთად გახსნა ხდება) 5. დაუხურავ ორდერებს დღის ბოლოს ყველა ვარიანტში ვხურავ. 6. ჩრდილის არ არსებობაში მიახლოებები არ დაიშვება. ვგულისხმობ იმას რომ თუნდაც ერთ პოინტიანი ჩრდილი, უკვე ჩრდილია და ასეთი ბარი ჩვენს სეტაპებს არ გამოადგება. ორდერების გახსნის შემდეგ, ვიძინებ, რადგან ჩემი ხასიათი ვიცი და თუ არ გავაფუჭებ, ჩემს ორდერებს გაკეთებით კარგს არაფერს არ გავუკეთებ. პირველი შთაბეჭდილებები: როგორც აღვნიშნე მინუსიანი დღე არ მქონია. თუმცა, იმასაც ვაღიარებ რომ 3-4 დღეს საერთოდ ვერ შევედი ვაჭრობაში. დანარჩენ დღეებში 4-დან 8 -მდე ორდერები მოინახა. ყველაზე მეტი მოგება დამხვედრია 6 ორდერიდან ყველამ 25 დან 30-მდე პიპსი მოიგო, და დახურული დამხვდა, მეშვიდე მეთვითონ დავხურე +19 პიპსით. მინიმალური მოგება დამხვდა ჯამური თორმეტი პიპსი, არცერთი ორდერი თავისით არ დახურულა და დღის თორმეტი საათი ხდებოდა. ბევრი ნიუსები იყო იმ დღეს და ჩემს სტრატეგიას ვუღალატე (რაც არ უნდა გამეკეთებინა) და ყველა ხელით დავხურე, ჯამში +12 პიპსით. დღის ბოლოს რომ შევამოწმე ყველა თავის თანხას მოიგებდა ხელით რომ არ დამეხურა. პლიუსები აქვს ის, რომ რადგან სუფთად მექანიკურად ხდება ორდერის გახსნა რამდენიმე წყვილზე, ჯამური ორდერი მეტნაკლებად შემხვედრად კორელაციური ორდერების ჯამი გამოდის ამიტომ, კრუპნად დარხევის ვარიანტი მცირეა. ნაკლებად მოქმედებს ნიუსები და გარე ფაქტორები. რატომ? დილისთვის საქმე უმეტესად მოთავებულია და ჩემი ორდერები დახურული მხვდება, და ნიუსები გამოსვლას ვერ ასწრებს. მარაგში არის ტექნიკური ანალიზის გამოყენების შესაძლებლობა ორდერის გახსნისას, რომელსაც ახლა საერთოდ არ ვიყენებ. მარაგში არის მე-5-ე პუნქტი, რომელიც ჯერ არ დამიმუშავებია და შემიმოწმებია: დავუშვათ გახსნილი მაქვს შორთი ანუ ბარს არ ჰქონდა ქვედა ჩრდილი, მაგრამ დღის განმავლობაში არც გაიკეთა ეს ჩრდილი, თან არც ჩემი ორდერი გამოაგდო სტოპმა, მაშინ შესაძლებელია შემდეგი დღის ბარის დალოდებაც თუ ფასი ისევ არ გაიკეთებს ქვედა ჩრდილს. ოღონდ ეს ჯერ თავში მაქვს იდეის დონეზე და დასამუშავებელია. სულ ეს არის. თქვენც გატესტეთ, იქნება რამე გამოგვივიდეს |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #185 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Sep 11 2009, 11:41 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
არ გამიკვირდება დღეს თუ 1.44 დაფიქსირდება. ისრით მაქვს ნახაზზე ნაჩვენები 1. კვირის და თვის პივოტები ძალიან ქვემოთ დარჩა 2 ორი უზრუნველყოფის ხაზი (ლურჯები. დიდ ტაიმფრეიმებზე უკეთ ჩანს) ძალიან ქვემოთ დარჩა 3 დღეს პარასკევია
მიმაგრებული სურათ(ებ)ი
|
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #147 · გამოხმაურება: 105 · ნახვა: 13,498,659 |
დაპოსტვის თარიღი: Aug 21 2009, 18:00 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
იმდენს წერდნენ გარისკვაზე დოლართან დაკავშირებით (ამერიკაში სახლების გაყიდვის რაოდენობის ნიუსის წინ), რომ ცოტა მეც გავრისკე და გამიმართლა კარგი მოძრაობა დავიჭირე სტერლინგ/უსდ-ზე და უსდ/ფრანკზე. |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #94 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Aug 10 2009, 20:47 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებებს განვათავსებ აქ. ახლა თბილისის დროით 21.50 GPB/USD aris 1.6437 მიდის ქვემოთ, ჩემი ანალიზით, ახლა მობრუნდება დაახლოებით 1.6700-თან. მაგრამ სარისკოა და არ შევალ აი თუ მერე ისევ 16500-თან ჩამოვიდა შორთით შევალ, თან ვფიქრობ დიდი ხნით |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #67 · გამოხმაურება: 17 · ნახვა: 271,036 |
დაპოსტვის თარიღი: Aug 6 2009, 11:25 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
რაც შეხება დღევანდელ დღეს ტექნიკური ანაილიზების მოყვარული ტრეიდერებს ბევრი არჩევანი არ აქვთ მთელი მსოფლიო მოლოდინშია ევროპი და ინგლისის ბანკების პროცენტის დადგენას შესაბამისად დიდი ბრუნვა ვალიუტის არ იქნება მაგ მომენტამდე. დღეს ვაჭრობა არ ღირს ან მაგარი ფრთხილად უნდა ვივაჭროთ, ბევრი თვლის რომ დღევანდელი ნიუსის ფონზე ფუნტი უნდა წავიდეს კიდევ უფრო ზემოთ. მაგრამ ბევრი ნიუსის შინაარსი ხშირად პროგნოზირებადია ამიტომ ბაზარი წინასწარ აკეთებს ამ პროგნოზით მუვინგს. დრევამდელი ნიუსზე ბევრი თვლის რომ მის შედეგს (ფუნტის ზრდა) ბაზარი ელოდებოდა წინასწარ ამიტომ ზრდაც წინასწარ მოხდა ამ შედეგის მოლოდინში, ამიტომ ფრთხილად უნდა ვაჭრობა: შეიძლება ნიუსმა თავიდან გამოიწვიოს ფუნტის ცოტათი გაზრდა, მაგრამ ბაზარმა უცებ აღმოაჩინოს რომ ზრდა უკვე იყო წინა დღეებში, და დღევანდელი ზრდა უკვე მეტისმეტია და მოხდეს მკვეთრი ვარდნა ქვემოთ, თან გაითვალისწინეთ, ფუნტი მიბჯენილია რეზისტანტ ხაზზე და საკმაოდ ძლიერ რესისტანტზე. |
განყოფილება: ჩემი ტრეიდინგი · პოსტი: #56 · გამოხმაურება: 105 · ნახვა: 13,498,659 |
დაპოსტვის თარიღი: Jul 31 2009, 16:46 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
|
განყოფილება: ინდიკატორები · პოსტი: #22 · გამოხმაურება: 6 · ნახვა: 70,305 |
დაპოსტვის თარიღი: Jul 31 2009, 16:08 | |
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 09 წევრი №: 18 |
წყვილს გააჩნია, gpb/jpy-ზე ინდიკატორს საეთოდ არ ვიყენებ , ევრო/დოლარზე ოთხი ინდიკატორი მიზის, და ზოგჯერ ექვსიც. ლაგუერე გამიგია მაგრამ არ გამომიყენებია. |
განყოფილება: ინდიკატორები · პოსტი: #19 · გამოხმაურება: 6 · ნახვა: 70,305 |
ახალი გამოხმაურებები ახალი გამოხმაურებები არ არის აქტიური თემა (ახალი პოსტები) აქტიური თემა (ახალი პოსტები არ არის) |
გამოკითხვა (ახალი) გამოკითხვა (ძველი) დახურული თემა გადატანილი თემა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd October 2024 - 07:34 |
(C) 2009 MyForex.GE | ბლოგი myforex.ge |